კონტე “ჩელსიში” ბერარდის მიყვანას გეგმავს
იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე “სასუოლოს” ახალგაზრდა ტალანტის, დომენიკო ბერარდის გადაბირებას აპირებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 22 წლის შემტევს სერია ა-ს მატჩებში შესანიშნავი შედეგი აქვს – 40 გოლი და 25 საგოლე გადაცემა 90 მატჩში – ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი “არისტოკრატთა” ინტერესი მის მიმართ.
ობამეიანგი სტარიჯს ჩაანაცვლებს?
Sunday Mirror-ის ცნობებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ზაფხულში საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
როგორც ცნობილი ხდება, იურგენ კლოპი დანიელ სტარიჯის იმედზე ყოფნას არ აპირებს და მის შემცვლელად გუნდში 70 მილიონ ევროდ შეფასებული პიერ-ემერიკ ობამეიანგის მოყვანას გეგმავს.
ზაჰამ ლონდონის “ტოტენჰემის” ყურადღებაც მიპყრო
The Sun-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “კრისტალ პალასისთვის” 25 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ უილფრედ ზაჰას სანაცვლოდ.
წყაროს ცნობით, “არწივები” კოტ-დ’იუვარელი ვინგერის გაყიდვას, რომლის გადაბირებაც მაურისიო პოჩეტინომ ერთ-ერთ მთავარ მისიად დაისახა, მანამ არ აპირებენ, სანამ ისინი პრემიერ ლიგიდან დაქვეითების საფრთხის წინაშე იდგებიან.
გრიზმანის გადაბირებას “არსენალიც” შეეცდება
როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის “არსენალი” მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედს” ანტუან გრიზმანის ტრანსფერში შეეცილოს. ამ ინფორმაციას The Mail ავრცელებს.
როგორც იცით, ფრანგი შემტევისთვის მიმდინარე ბრძოლაში ამ დროისთვის სწორედ “წითელი ეშმაკები” ლიდერობენ, მაგრამ “არსენალი”, რომელმაც შესაძლოა, გუნდის ლიდერი, ალექსის სანჩესი დაკარგოს, თანახმაა ნებისმიერი ოდენობის თანხა გადაიხადოს მის სანაცვლოდ, რაც სიტუაციას სრულიად ცვლის.
კლოპი პარედესის ტრანსფერს უმიზნებს
სულ ცოტა დარჩა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ამოწურვამდე, თუმცა მერსესაიდის “ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი აქტიურობის შეწყვეტას არ აპირებს.
The Sun-ი იტყობინება, რომ გერმანელ სპეციალისტს ძალიან სურს რომის “რომას” ახალაგაზრდა ნახევარმცველის, ლეანდრო დანიელ პარედესის შეძენა. 22 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 14 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.
“იუნაიტედი” რუნის ჩინეთში უშვებს
“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, გუნდის ინგლისელი ფეხბურთელი და კაპიტანი, უეინ რუნი ჩინეთში გაუშვას, რითიც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
Sunday Mirror-ის ცნობით, უეინ რუნის გადაბირების სურვილს რამდენიმე ჩინური გუნდი გამოთქვამს. “ოლდ ტრაფორდელები” კი მას 140 მილიონ ფუნტად აფასებენ.