კონორ მაკგრეგორი დააპატიმრეს (ვიდეო)

მაიამის პოლიციამ MMA-ს მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ფანთან მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირლანდიელი სპორტსმენი მაიამის ერთ-ერთ ღამის კლუბს გამთენიისას, 05:00 საათზე ტოვებდა. ამ დროს 22 წლის აჰმედ აბდირზაკმა მისთვის ფოტოს გადაღება სცადა, მაკგრეგორმა კი მას ხელში ჩაარტყა და ტელეფონი ძირს დააგდებინა. კონორმა ტელეფონი აიღო და ის იმ სასტუმროში წაიღო, რომელშიც დაბინავებული იყო. დაზარალებულის ინფორმაციით, მისი მობილური ტელეფონი 1000 დოლარი ღირდა.

მაიამის პოლიციამ მაკგრეგორი 05:56 საათზე დააკავა, თუმცა მოგვიანებით გირაოს სახით გადახდილი 12500 დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კონორ მაკგრეგორი საპატიმროს ტოვებს

ირლანდიელმა ბიჭმა კონორ მაკგრეგორი გააღიზიანა (ვიდეო)

UFC-ის მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ირლანდიაში იმყოფება, სადაც კვლავაც ყურადღების ცენტრშია.

28 წლის სპორტსმენი დუბლინში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გააჩერა, რომელმაც მასთან ვიდეოს გადაღება დაიწყო. მაგრეგორი ბიჭის მოქმედებამ გააღიზიანა და მან ტერიტორია მალევე დატოვა.

იხილეთ ვიდეო