“მილანში” მიგელ ველოზუს ტრანსფერი ჩაიშალა

“ჯენოას” ნახევარმცველი მიგელ ველოზუ “მილანში” არ გადავა.

“კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, “როსონერი” სერიოზულად იყო დაინტერესებული 30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელით. მილანელები შუა ხაზის გაძლიერებას სწორედ ველოზუს დამატებით აპირებდნენ, მაგრამ აღნიშნული ტრანსფერი “მილანის” ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დაბლოკა.

მიგელ ველოზუმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.