ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა, ჯონ ტერიმ გასულ სეზონში კლუბთან ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. 36 წლის ფეხბურთელმა აგვისტოში პრემიერ ლიგის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს მან “ლურჯების” მაისური 5 ნოემბერს, “ევერტონის” განდაგურების (5:0) დღეს მოირგო. საბოლოოდ, კი ამ სეზონში ტერის ანგარიშზე 5 შეხვედრაა.
მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ჯონი საერთოდ არ წუხს და აცხადებს, რომ მისთვის გუნდის წარმატებაა უფრო მნიშვნელოვანი.
“კონტემ ბიჭები სწორი გზით წაიყვანა. ის “ჩელსის” შესანიშნავი ხარისხის ფეხბურთს ათამაშებს და შედეგიც სახეზეა.”
“სეზონის თავში 4 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დავიწე. ამის შემდეგ დაზიანება მივიღე და გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო “არსენალსა” და “ლივერპულთან”. კონტე ჩემთან მოვიდა და მკითხა: “მალე დაბრუნდები?” კიდევ კარგი, გუნდმა ჩემს გარეშეც განაგრძო კარგად თამაში. ამის შემდეგ 13 შეხვედრა მოვიგეთ და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ მე არ მითამაშია.”
“რა თქმა უნდ, რთულია, როცა სათადარიგოთა სკამზე ზიხარ და იქიდან ადევნებ შენი გუნდის წარმატებას თვალს. გინდა, ამ ყევლაფრის მონაწილე გახდე. ჰოდა, ანტონიოც რამდენიმე დღეში ისევ მოვიდა ჩემთან და მითხრა: “მისმინე, შენ ძირითადში ვეღარ დაბრუნდები. ბიჭები ისე თამაშობენ, გეგონება ფრინავენ. ეს თერთმეტეული იდეალურია.”
“იმ პერიოდის შემდეგ “ჩელსი” მართლაც “ფრინავს”. იმედი მაქვს, ისეთი ცუდი სიტუაცია აღარ შეიქმნება, რომ მათ ჩემი დახმარება დასჭირდეთ,” – განაცხადა ტერიმ.