“ევერტონმა” “შალკეს” მარცხენა მცველს კონტრაქტი უკვე შესთავაზა

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გელზენკირხენის “შალკეს” მარცხენა მცველი, სეად კოლაშინაცი ძალიან ახლოს არის მერსესაიდულ “ევერტონში” გადასვლასთან.

როგორც ცნობილი ხდება, “კამფეტებმა” უკვე შესთავაზეს 23 წლის ბოსნიელს კონტრაქტი, რომელსაც “შალკესთან” არსებული მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.

აქამდე კი ვრცელდებოდა ხმები, რომ გერმანელთა დამცველი “მილანთან” 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა.

ამავდროულად, კოლაშინაცს საკმაოდ ახლოდან აკვირდებიან “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” სკაუტებიც.

კოლაშინაცის ტრანსფერი: “ჩელსი” იძულებულია, ზაფხულამდე მოიცადოს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები სეად კოლაშინაცის ტრანსფერის განხორციელებას ვერ ახერხებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “შალკეს”, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ “არისტოკრატებმა” ბოსნიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს, ზამთარში მისი გაშვება არ უნდა.

სამაგიეროდ, ლონდონელებს საშუალება აქვთ, პრე-კონტრაქტი გააფორმონ 23 წლის მცველთან, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ახალგაზრდა მცველის ტრანსფერის გადავადება გავლენას არ იქონიებს ბრანისლავ ივანოვიჩის მომავალზე, რომელიც უახლოეს მომავალში “ზენიტის” ფეხბურთელი უნდა გახდეს.