ოფიციალურად: “ბარსელონამ” ახალგაზრდა მცველი დაიმატა

კატალონიის “ბარსელონამ” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში ახალგაზრდა ურუგვაელი მცველი, სანტიაგო ბუენო მონტევიდეოს “პენაროლიდან” დაიმატა.

ესაა ურუგვაის 20 წლამდე ნაკრების მცველი, რომელიც ამჟამად ეკვადროში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმყოფება. ბუენო მონტევიდეოს კლუბის ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. “ბარსელონას” სკაუტებისთვის მისი ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. საბოლოოდ, კი ეკვადორიდან დაბრუნებული 18 წლის ფეხბურთელი, მის ახალ სახლში – ბარსელონაში გაემგზავრება. ის აქაც ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.

 

“ბლაგურნამ” დედაქალაქელებს 1 მილიონი ევრო გადაუხადა. თუ ბუენო ძირითად გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს, ესპანელები ურუგვაელებს დამატებით 5 მილიონს გადაურიცხავენ. ახალაგაზრდა სპორტსმენი, კონტრაქტის თანახმად, 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება კლუბში. ხელფასის დეტალები არ საჯაროვდება.