ჩალჰანოღლუს ფეხბურთის თამაში ოთხი თვით აეკრძალა

FIFA-მ ლევერკუზენის “ბაიერის” თურქი ფეხბურთელი, ჰაქან ჩალჰანოღლუ, ფატქობრივად, ნახევარ-სეზონიანი დისკვალიფიცკაციით დასაჯა. იგი ფეხბურთს 4 თვის მანძილზე ვერ ითამაშებს.

2011 წელს ჩალჰანოღლუ გერმანულ “კარლსრუეში” გამოდიოდა. ამ კლუბში თამაშის დროს, მისით “ტრაბზონსპორი” დაინტერესდა. თინეიჯერი ფეხბურთელი თურქეთში გადასვლას დათანხმდა, რისთვისაც თანამემამულეებისგან წინასწარ 100 000 ევრო მიიღო. თუმცა, ჩალჰანოღლუს კონტრაქტზე ხელი აღარ მოუწერია და გერმანულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგძლივა.

თურქულმა კლუბმა ამის გამო 2013 წელს იჩივლა. ფიფას გადაწყვეტილებით, ჩალჰანოღლუს “ტრაბზონსპორისათვის” 100 000 ევროს გადახდა დაევალა. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი მიმდინარე სეზონში “ბაიერს” ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, ჰაქანი ვერც ბუნდესლიგის დარჩენილ შეხვედრებში ითამაშებს.