„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ნეიმარმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ თავისი ახალი მანქანის „Ferrari 458 Spider“-ის სურათი გამოაქვეყნა.
„მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელობა მომცა და ჩემი შრომით ბავშვობის ოცნების ასრულებაში დამეხმარა“, – დაწერა ნეიმარმა.
15 იანვარს, იტალიის თასზე, “მილანმა” საკუთარ მოედანზე სერია B-ს ბინადარი “სპეცია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ამ მატჩმა გულშემატკივრების ყურადღება უფრო მეტად იმიტომ მიიპყრო, რომ გუნდების სასტარტო შემადგენლობებში ჰონდა და ფერარი იყვნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე მათგანმა გოლის გატანა მოახერხა. კეისუკე ჰონდამ “სპეციას” კარი 47-ე წუთზე დალაშქრა, ხოლო ნიკოლა ფერარიმ “როსონერის” კარი 91-ე წუთზე აიღო.