კოსტას მანოლასი “ინტერს” უახლოვდება

“რომას” მცველი კოსტას მანოლასი მილანის “ინტერს” უახლოვდება.

Goal.com-ის ინფორმაციით, ბერძენი ფეხბურთელი მილანურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა. წყაროს თანახმად, მანოლასს სეზონში ხელფასის სახით 4,5 მილიონ ევროს სთავაზობენ. ჯერჯერობით ამ შეთანხმებას მხოლოდ “ინტერმა” და თავად ფეხბურთელმა მიაღწიეს. “რომა” და “ნერაძური” მოლაპარაკების პროცესს განაგრძობენ. როგორც ცნობილია, დედაქალაქური კლუბი მანოლასის სანაცვლოდ 44 მილიონ ევროს ითხოვს.

25 წლის ბერძენ მცველს “რომასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისს ეწურება. “მგლები” მანოლასს კლუბში დარჩენასა და გაუმჯობესებულ შრომით ხელშეკრულებას სთავაზობენ.

კოსტას მანოლასის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “არსენალი” და “პარი სენ-ჟერმენიც” იჩენენ.