ახალი ტენდენცია: ტოპ კლუბები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას აიგნორებენ

საიდუმლო არავისთვისაა: ყველას უყვარს, როდესაც სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბები განსაკუთრებულად აქტიურობენ. ყველას იმის იმედი აქვს, რომ დიდი კლუბები ბევრ ფულს დახარჯევენ და საინტერესო, მოულოდნელ ტრანსფერებსაც შემოგვთავაზებენ. ყველა მოუთმენლად ელის “დედლაინის დღეს”, როდესაც გუნდები კარის მოჯახუნებას ცდილობენ – ყველას უყვარს ფულის თვლა.

მაგრამ წელს ყველაფერი სხვაგვარად იყო, შეიძლება ითქვას, რომ სატრანსფერო ფანჯარამ მშვიდად და უხმაუროდ ჩაიარა. არც “დედლაინის დღე” იყო გამორჩეული – ბოლო დღის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი “საუთჰემპტონის” მიერ მანოლო გაბიადინის 17 მილიონად შესყიდვა იყო. ყველაფრის მიუხედავად, უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს ყოველივე სავსებით ლოგიკურიც იყო.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სატრანსფერო ბაზრის ბოსმა, პრემიერ ლიგამაც პლუსებში დაასრულა ვაჭრობა: პრემიერ ლიგის კლუბებმა 40 მილიონით მეტი მიიღეს, ვიდრე დახარჯეს (გასულ წელს კი ბალანსი ნეგატიური იყო: -100 მილიონი).

თავად ის ფაქტი, რომ “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებს ერთი ცენტიც არ გადაუხდიათ ახალ ფეხბურთელებში, ყველაფერზე მეტყველებს. დიდ კლუბთაგან თავი “არსენალმა” გამოიჩინა, რომელმაც 40 000 ფუნტად მარცხენა მცველი, კოჰენ ბრამალა დაიმატა მეშვიდე დივიზიონიდან.

ეს ყველაფერი კი ადრე გამოთქმულ ერთ ჰიპოთეზას ამტკიცებს: რაც უფრო მეტი დრო გადის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უფრო და უფრო უსარგებლო ხდება.

დიდი კლუბები, რომლებიც თავს ორგანიზებულად თვლიან, ზამთარშივე აყალიბებენ ისეთ შემადგენლობას, რომელმაც სეზონის ბოლომდე უნდა გაამართლოს და არავინ გეგმავს წარმატების მიღწევას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ხარჯზე.

696029

პირველ რიგში, ზამთარში კლუბები ძლიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ გაცილებით დიდ თანხას ითხოვენ, რათა დანაკარგი აანაზღაურონ. ამასთანავე, ზამთარში გადაბირებულ ფეხბურთელს საკმაოდ ცოტა დრო აქვს ადაპტაციისათვის.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ეს ნაკლოვანებები კარგა ხნის წინ შენიშნეს “რეალისა” და “ბარსელონას” ბოსებმა და ამ პერიოდში აქტიურობა მინიმუმამდე დაიყვანეს.

ზამთარში განხორციელებული 6 ყველაზე დიდი ტრანსფერის ბედი ასე გამოიყურება: ტორესი (“ჩელსი”, უკვე დატოვა გუნდი), ქეროლი (“ლივერპული”, დატოვა გუნდი), ჯეკი (“მანჩესტერ სიტი”, დატოვა გუნდი), ბონი (“მანჩესტერ სიტი”, დატოვა გუნდი, კუადრადო (“ჩელსი”, დატოვა გუნდი), ჰუნტელაარი (“რეალი”, დატოვა გუნდი).

4 ფეხბურთელი ჩინეთში გადავიდა: ოსკარი, ალექს ტეიშირა, ჯექსონ მარტინესი და რამირესი.

სამმა ასე თუ ისე, გაამართლა: მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ლუკასი (“პსჟ”), შურლე (“ვოლფსბურგი”).

და მხოლოდ ერთი წავიდა ამ მოსაზრების წინააღმდეგ – ლუის სუარესი (“ლივერპული”).

სულ ესაა.