“მანჩესტერ იუნაიტედის” სომეხმა ნახევარმცველმა, ჰერიხ მხითარიანმა ჟურნალისტებთან საკუთარ თანაგუდნელზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა.
“პოლს განუსაზღვრელი პოტენციალი აქვს. გუნდთან მისი ადაპტაციის პროცესი ცოტა რთულად მიდის, რადგან ის მხოლოდ 23 წლისაა. შესაძლოა, პოგბა ფიქრობს, რომ იმაზე მეტის გაკეთებაა საჭირო, ვიდრე ახლა აკეთებს. დაწმუნებული ვარ, იგი დიდი მონდომებით, მოურინიოს დახმარებით, ყველაფერს შეძლებს და მის პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს.”
“პოგბასგან ხალხი უკვე ელის საოცარ თამაშს, ელეგანტურ მოძრაობებსა და ეფექტურ ფინტებს, თუმცა მათ უნდა ახსოვდეთ, რომ პოლი ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც აქვს რთული პერიოდები. მით უმეტეს, მაშინ, როცა ის “მანჩესტერში” ახალი გადმოსულია.”
“დარწმუნებული ვარ, ის მალე დაამტკიცებს, რომ ასეთი რაოდენობის თანხა მასში ტყუილად არ გადაუხდიათ,” – განაცხადა სომეხმა.