2017 წლის ზაფხულში, რუსეთში გასამართი ფიფას კონფედერაციის თასის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია. ტურნირზე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევა, შემდეგი ნაკრებები ითამაშებენ:
A ჯგუფი: რუსეთი, ახალი ზელანდია, პორტუგალია, მექსიკა.
B ჯგუფი: კამერუნი, ჩილე, ავსტრალია, გერმანია.
2017 წლის კონფედერაციის თასის მატჩები რუსეთის ოთხ ქალაქში (მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ყაზანი, სოჭი), 17 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება.