მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ივან პერიშიჩი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 33 წლის ხორვატი გარემარბი “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ღირსებას დაიცავს.
ივან პერიშიჩს “ინტერთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ხორვატი ფეხბურთელი “დეზებში” სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას გაივლის. მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ ივან პერიშიჩი “ინტერის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მან “ნერაძურის” შემადგენლობაში სერია A, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.