ფიფას თებერვლის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას თებერვლის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველო წინა თვესთან შედარებით ოთხი პოზიციით დაქვეითდა და ახლა ყირგიზეთსა და ბაჰრეინს შორის 125-ე ადგილი უკავია.

რეიტინგს კვლავაც არგენტინა ლიდერობს, რომელსაც ბრაზილია მოსდევს, მესამე კი გერმანია გახლავთ. ზედა ათეულში მხოლოდ ერთი ცვლიელბაა: საფრანგეთმა კოლუმბიას მეექვსე ადგილი წაართვა და მეშვიდე დაუთმო.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეების პოზიციებს რაც შეეხება, უელსი მე-12 ადგილზეა, ირლანდიას ორპუნქტიანი რეგრესი აქვს და ახლა 25-ე პოზიციაზეა, ავსტრია სამი საფეხურით დაქვეითდა და 34-ე ადგილზეა, სერბეთმა 44-ედან 56-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო მოლდოვამ ერტი პუნქტით წინ წაიწია და 163-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის ზედა ოცეული ასე გამოიყურება:

FIFA February Ranking
FIFA February Ranking 2