ჭანტურიშვილი “ოლექსანდრიას” განაცხადში ოფიციალურად შეიყვანეს

ვახტანგ ჭანტურიშვილი “ოლექსანდრიას” განაცხადში ოფიციალურად შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე “დინამო თბილისში” ირიცხებოდა. ჭანტურიშვილმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რის შემდეგაც სინჯებზე “ოლექსანდრიაში” იმყოფებოდა. ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინულ გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვა, მისი დატოვება “ოლექსანდრიას” ხელმძღვანელობამაც გადაწყვიტა, მაგრამ საჭირო დოკუმენტების შეგროვების გამო ტრანსფერი გაჭიანურდა.

16 მარტს ვახტანგ ჭანტურიშვილი უკვე ოფიციალურად შეიყვანეს “ოლექსანდრიას” განაცხადში. იგი გუნდის რიგებში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჭანტურიშვილი “ოლექსანდრიას” ერთადერთი ლეგიონერია.

“ჭანტურიშვილის დატოვება 90 პროცენტით გადაწყვეტილია”

“ოლექსანდრიაში” სინჯებზე მყოფი ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინული კლუბის გადაწყვეტილებას ელოდება. 23 წლის ქართველ ნახევარმცველს “ოლექსანდრიაში” დარჩენის სურვილი აქვს, ჭანტურიშვილის დატოვება გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ შარანსაც სურს, თუმცა მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება ჯერჯერობით არ გაფორმებულა.

“კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. ველოდები, რას იტყვიან კლუბში – თანხმობას თუ უარს. რა თქმა უნდა, აქ დარჩენის სურვილი მაქვს, ვინაიდან ეს ჩემთვის ახალი დონე იქნება”, – აღნიშნა ჭანტურიშვილმა.

“ჭანტურიშვილთან კონტრაქტს, სავარაუდოდ, გავაფორმებთ. იგი მაღალი დონის შემსრულებელია. გადაწყვეტილება 90 პროცენტით მიღებულია”, – განაცხადა “ოლექსანდრიას” თავკაცმა “ფუტბოლ 1”-ის ეთერში.