“ოსასუნას” მცველმა საზარელი ტრავმა მიიღო (ვიდეო) [18+]


ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში “ოსასუნასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში (1:3) მასპინძელთა მცველმა ტანო ბონინმა საზარელი ტრავმა მიიღო. 26 წლის ფეხბურთელმა ისკოსთან შეჯახებისას ფეხი მოიტეხა, რის ამსახველ ვიდეოსაც აქვე გთავაზობთ. ბონინი მოედანს, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონში დაუბრუნდება.

გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა 18 წლამდე და სუსტი ნერვების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდირებული.