მესუთ იოზილს ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. ჯერ არაა ცნობილი, გააფორმებს თუ არა თურქ-გერმანელი ახალ ხელშეკრულებას ლონდონურ კლუბთან.
28 წლის გამთამაშებელმა ჟურნალისთებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “მეთოფეთა” რიგებში დარჩენა სურს.
“ახლა ჩემი მთავარი მიზანი აქ დარჩენაა. მინდა, ლონდონელებთან ახალიმკონტრაქტი მაკავშირებდეს. ეს ძალიან კარგი კლუბია. ხშირად მითქვამს, რომ აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. როცა ლონდონში დავბრუდებით, მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით და ჩემს მომავალს განვიხილავთ.”
“ახლა კი მთავარია წინასასეზონო სამზადისზე გავაკეთოთ აქცენტი, ვივარჯიშოთ და ძალები აღვიდგინოთ. ახალ სეზონს საუკეთესო კონდიციებში უნდა შევხვდეთ!” – განაცხადა მესუთმა.