ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალის ოფიციალური ბურთი წარადგინეს (ფოტო)

კომპანია Adidas-მა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის ფინალური მატჩის ოფიციალური ბურთი წარადგინა. ბურთზე დატანილია დრაკონის გამოსახულება, რომელიც უელსის სიმბოლო გახლავთ. სწორედ ეს ელემენტი გახლავთ ამ მოდელის თავისებურება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 3 ივნისს, კარდიფის “მილენიუმის” სტადიონზე ჩატარდება.