საქართველოს სუპერთასის მატჩი გორში ჩატარდება

საქართველოს სუპერთასის წლევანდელი მატჩი 24 თებერვალს, გორში გაიმართება.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი “საბურთალო” და თასის მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” შეეცილებიან.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს სუპერთასი მარტვილში ჩატარდება

საქართველოს სუპერთასის მატჩი 26 თებერვალს, მარტვილში ჩატარდება.

მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე სუპერთასისთვის ერთმანეთს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” და თასის მფლოობელი ქუთაისის “ტორპედო” შეეცილებიან.

საქართველოს სუპერთასი არც “სამტრედიას” და არც “ტორპედოს” აქამდე არ მოუგია.