“იუვენტუსი” ურუგვაელ ფეხბურთელს დაიმატებს

“ბოკა ხუნიორსის” ნახევარმცველმა როდრიგო ბონტანკურმა ტურინის “იუვენტუსის” ყურადღება მიიქცია.

“ბებერმა სინიორამ” უკვე გადაწყვიტა 19 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის დამატება. კონტრაქტში ბონტანკურის გამოსასყიდ თანხად 9,4 მილიონი ევროა მითითებული. “იუვენტუსის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ იტალიური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელს მიმდინარე წლის ზაფხულში დაიმატებს.

როდრიგო ბონტანკური “ბოკა ხუნიორსში” 2015 წლიდან თამაშობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში 40 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.