მატს ჰუმელსი: “ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ათამაშონ იოზილი”

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელმა მცველმა, მატს ჰუმელსმა “არსენალთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან მესუტ იოზილზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, ვენგერმა სასტარტოში არ გაამწესოს.

“ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ მესუტის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ის ხომ მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ასეთი რამ პირველად მესმის.

ვფიქრობ, ის თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს, ჩვენი მიზანი კი მისთვის არაკომფორტული სიტუაციის შექმნა იქნება. ყველა ფეხბურთელს აქვს კარგი და ცუდი პერიოდები, ეს არაფერს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ ფეხბურთელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არცერთ შემტევ ფეხბურთელს არ შეუძლია ყოველდღიურად, პირადი გარჯის ხარჯზე გუნდისთვის გამარჯვების მოტანა,” – აცხადებს მატს ჰუმელსი.