ოლივერ კანი: “ლევანდოვსკიზე მეტად “ოქროს ბურთს” არავინ იმსახურებს”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი ოლივერ კანი თვლის, რომ წელს “ოქროს ბურთს” ყველაზე მეტად ბავარიული გუნდის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს.

“რობერტს 41 გოლის გასატანად მხოლოდ 29 მატჩი დასჭირდა. ამ რეკორდს ვერავინ დაამხობს, თუ არ ჩავთვლით თავად ლევანდოვსკის. ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. იმედი ძალიან გამიცრუვდება, თუ “ოქროს ბურთს” ლევანდოვსკი არ მოიგებს. მასზე მეტად ამ ჯილდოს არავინ იმსახურებს”, – აღნიშნა კანმა.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 25 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. პოლონელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა მიჯრით მეცხრე მატჩში მოახერხა. ის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ეს ორჯერ შეძლო.

“ბაიერნმა” “არსენალი” გაანადგურა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “არსენალს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. შეხვედრა ბავარიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. გერმანელთა მხრიდან დუბლი შეასრულა ტიაგო ალკანტარამ, თითო-თითო გოლი კი არიენ რობენმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და თომას მიულერმა გაიტანეს. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ალექსის სანჩესის ანგარიშზეა. განმეორებითი მატჩი ლონდონში, 7 მარტს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“ბაიერნი” — “არსენალი” 5:1 (1:1)
გოლები: რობენი 11′, ლევანდოვსკი 53′, ტიაგო ალკანტარა 56′, 63′, მიულერი 88′ — ალექსი სანჩესი 30′.