თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში უკვე დაიწყო ახალი თურქული სერიალის, “Hayat Korprusu”-ს (ცხოვრების ხიდი) ტრეილერზე მუშაობა, რომელშიც ანჯელინა ჯოლი და კრიშტიანუ რონალდუ ითამაშებენ.
გეგმის მიხედვით, თურქი რეჟისორები სამი სეზონის გამოშვებას აპირებენ. სერიალი თურქეთში მცხოვრები სირიული ოჯახის ისტორიასა და სირთულეებზე მოგვითხრობს.
აღნიშნული პროექტის დირექტორის, ეიუპ დირლიკის თქმით, ის უკვე დაუკავშირდა მსოფლიო დონის ვარსკვლავებს და აცხადებს, რომ ისინი სერიალში ეპიზოდურ როლებს მიიღებენ.
სერიალის უშუალო გადაღების პროცესი კი სტარტს მარტის თვეში, გაზიანტეპის დასახლებაში აიღებს.