ტუხელი: “ობამეიანგს დასვენების საშუალება არ მიეცემა”

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ, განაცხადა, რომ დაღლილი იყო და დასვენება ესაჭიროებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დორტმუნდის “ბორუსისას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ისაუბრა.

“ობას” მდგომარებაზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ იგი არ დაისვენებს. გაბონელი 100 პროცენტით მზადაა და შაბათს, “ვოლფსბურგთან” აუცილებლად ითამაშებს. იგი გუნდის ლიდერია და აღნიშნულ შეხვედრაშიც დიდი როლი დაეკისრება. იმედია, კვლავ მოახერხებს  გატანას და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

აქვე გეტყვით, რომ ბუნდესლიგის 21-ე ტურში დორტმუნდის “ბორუსია” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგს” უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.