ბერბატოვი: “ახალი კლუბის ძიებაში ვარ”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ტოტენჰემის” ექს-ფორვარდი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 36 წელი, დიმიტარ ბერბატოვი ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდებას ჯერ არ აპირებს.

“ახალი კლუბის ძიებაში ვარ, შეიძლება ჩემს მდგომარეობას ასეთი დახასიათებაც მივცეთ,” – განაცხადა მან BBC Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თავს ჯერ კიდევ კარგად ვარ, მუდმივად ვვარჯიშობ და ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო.

როდესაც 36 წლის ხარ, უბრალოდ გინდა, რომ ცოტათი უფრო მეტი ითამაშო. ჩემი ასაკის ფეხბურთელები სხვაგანაც თამაშობენ, “ფულჰემის” სკოტ პარკერი ამის ერთ-ერთი მაგალითია. ასე რომ, მეც მინდა, კიდევ ცოტა ხნით დავრჩე ფეხბურთში.”

შეგახსენებთ, რომ დიმიტარის ბოლო კლუბი ბერძნული “პაოკი” იყო. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი კი 2016 წლის ივნისში ამოიწურა.