ბრაზილიელი ფეხბურთელი, გაბირელ ჟესუსი გასულ იანვარში “პალმეირასიდან” “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. მან პრემიერ ლიგის ოთხ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა. 19 წლის ფეხბურთელი გასული წლის სექტემბრიდან გამოდის ბრაზილიის ნაკრებში. მან “სელესაოს” მაისურით ხუთი გოლი სულ რაღაც ექვს მატჩში გაიტანა.
ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ ჟესუსზე ისაუბრა.
“პირველ რიგში, ფეხბურელმა და შემდეგ “პალმეირასის” ხელმძღვანელებმა სამუაშო შესანიშნავად შეასრულეს. ორივე მხარე ქებას იმსახურებს. პეპ გვარდიოლამ მათ მადლობა უნდა უთხრას.იგი მუდმივ პროგრესს განიცდის, როგორც სპორტული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით. ასევე, მადლიერი უნდა ვიყოთ იმათი, ვინც ჟესუსს ოლიმპიადაზე წასვლის საშუალება მისცეს.”
“ევროპა ახლა ახალგაზრდა ბრაზილიელის თამაშის ყურებით ტკბება,” – განაცხადა ტიტემ.