მსაჯმა თავდამსხმელის თხოვნით პენალტი გააუქმა (ვიდეო)

სანამ ევროპული ჩემპიონატები ისვენებდნენ, მექსიკურმა კლუბებმა, “ამერიკამ” და “მორელიამ” ერთმანეთს შორის ამხანაგური მატჩი გამართეს.

“მორელიას” ერთ-ერთი შეტევის შემდეგ, მატჩის არბიტრმა “ამერიკას” კარის მიმართულებით საკმაოდ საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

გამეორების გარეშე რთული სათქმელი იყო, მართლა მოხვდა თუ არა ხელზე ბურთი “ამერიკას” ფეხბურთელს, მაგრამ “მორელიას” ფორვარდმა, ლუის გაბრიელ რეიმ მსაჯს პენალტის გაუქმება მოსთხოვა.

ამ ეპიზოდამდე “მორელია” 1:0 მარცხდებოდა. მეორე ტაიმში კი “კლუბ ამერიკას” უპირატესობა ორბურთიანი გახდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:0.

მწვრთნელმა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს ბურთი აართვა (ვიდეო)

“კლუბ ამერიკასა” და “გვადალახარას” შორის გამართული პრინციპული დაპირისპირების, “კლასიკო ნაციონალის” მთავარ, კომიკურ გმირად “კლუბ ამერიკას” თავკაცი, რიკარდო ლა ვოლპე მოგვევლინა.

ჯერ კიდევ 16 წუთი იყო დარჩენილი მატჩის დასრულებამდე მაშინ, როდესაც რიკარდომ “გვადალახარას” მცველს, ჟესუს სანჩესს ბურთი აართვა.

მართალია ის გვარწმუნებდა, რომ ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ იყო გადასული, თუმცა მას არც გულშემატკივარმა და არც მსაჯმა არ დაუჯერა და შესაბამისად წითელი ბარათიც უჩვენა.

აქვე გეტყვით, რომ ლა ვოლპეს უკვე შეუსრულდა 65 წელი.