“სატონმა” უეინ შოუ გუნდიდან გაუშვა

“სატონ იუნაიტედმა” უკვე ცნობილი მეკარე უეინ შოუ გუნდიდან გაუშვა. 45 წლის კიპერმა წუხელ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე “არსენალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ღვეზელი მიირთვა, რაზეც, როგორც შემდეგ გაირკვა, ფსონები კეთდებოდა. ამ ინფორმაციას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ზოგი შოუს საქციელს იუმორით უყურებს, ზოგმა კი ინგლისელი მეკარე გააკრიტიკა.

ცნობილია კლუბის პოზიციაც. “სატონმა” უეინ შოუ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან გაუშვა.

“სამწუხაროა, რომ უეინთან ჩვენი თანამშრომლობა ასე დასრულდა. იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბის პოზიციას. ჩვენ მას გუნდში გაწეული მუშაობისთვის მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებას ვუსურვებთ”, – ვკითხულობთ “სატონის” ოფიციალურ განცხადებაში.

“ძალზედ სამწუხაროა. დღეს დილით ამ თემასთან დააკვშირებით ბევრი კომენტარი წავიკითხე, შემდეგ უენმა დამირეკა და მითხრა, რომ გუნდს ტოვებს. ცრემლები ვერ შევიკავეთ. სამწუხაროა, რომ ასეთი ფანტასტიური ისტორია ასე სევდიანად დასრულდა”, – განაცხადა “სატონის” მთავარმა მწვრთნელმა პოლ დოსუელმა.