“მანჩესტერ უნაიტედში” ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, უეინ რუნის უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა. პორტუგალიელი მუდმივ როტაციას მიმართავს, რომელიც თითქმის ყველა ფეხბურთელს ეხება. ინგლისელი შემტევი მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობით უკმაყოფილო იყო. ამით ისარგებლეს ჩინურმა კლუბებმა და საოცნებო შეთავაზებები გაუკეთეს უეინს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამ გაიარა, თუმცა მაინც არ წყდება ხმები, რომ რუნიმ შესაძლოა, ზაფხულში დატოვოს ინგლისური გრანდი.
ამასთან დაკავშირებით ისაუბრა “მანჩესტერ უნაიტედის” ლეგენდამ, როი კინმა.
“რა შემოთავაზებაც არ უნდა ჰქონდეს რუნის, ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს ევროპიდან. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთსა თუ იტალიაში თავისუფლად ითამაშოს.”
“რუნის ჩინეთში წასვლა სიგიჟეა.”
“უეინი, მხოლოდ და მხოლოდ, 31 წლისაა და მას კიდევ აქვს იმის დრო და შესაძლებლობა, რომ ევროპული ფეხბურთით მიიღოს სიამოვნება,” – განაცხადა ჩრდილო-ირლანდიელმა.