დაძაბულობა ლუხუმ ჩხვიმიანსა და რუსეთის ნაკრების წევრ მშვიდობაძეს შორის (ვიდეო)

22 თებერვალს, დიუსელდორფის გრან სლემის ნახევარფინალში, 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძესთან ვაზარით დამარცხდა.

შეხვედრის ბოლო წამებში ტატამიზე ძიუდოისტებს შორის ურთიერთობა ცოტათი დაიძაბა.

იხილეთ ვიდეო

ლუხუმ ჩხვიმიანმა ესპანელ მეტოქეს ხელი ისევ არ ჩამოართვა (ვიდეო)

10 აგვისტოს, უნგრეთში სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ. ტურნირის პირველ დღეს სამმა ქართველმა ძიუოისტმა იასპარეზა.

66 კგ. წონით კატეგორიაში მესამე რაუნდში უკრაინელ იადოვთან დამარცხდა თორნიკე ნაგლიაშვილი. 60 კგ. წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში დამარცხდნენ ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.

ჩხვიმიანმა მარცხი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან იწვნია. ქართველმა ძიუდოისტმა წაგების შემდეგ მეტოქე ხელი ისევ არ ჩამოართვა. მსგავსი რამ ამ ორი სპორტსმენის დაპირისპირების შემდეგ რამდენჯერმე მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ჩხვიმიანი – გარიგოსი (დიუსელდორფის გრან პრი)
ჩხვიმიანი – გარიგოსი (ევროპის ჩემპიონატი)
ჩხვიმიანი – გარიგოსი (ეკატერინბურგის გრან სლემი)

ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

დღეს, სტარტი აიღო დიუსელდორფის გრან-პრიმ, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ძიუდოისტთან ნაკრებიც იღებს. პირველ დღეს, ჭიდაობა სამმა ქართველმა ძიუდოისტმა (პაპინაშვილმა, მარგველაშვილმა და ჩხვიმიანმა) დაიწყო.

60 კგ. კატეგორიაში პირველივე შეხვედრა დათმო ლუხუმ ჩხვიმიანმა. ის ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სამწუხარო რამ მოხდა – ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა.

იხილეთ ვიდეო