“მანჩესტერ სიტის” პორტუგალიელი ახალწვეული, ბერნარდო სილვა აღიარებს, რომ სანამ ინგლისში გადაბარგების გადაწყვეტილებას მიიღებდა, აზრი თავის თანამემამულეებს, კრიშტიანუ რონალდუსა და ნანის ჰკითხა.
“კონფედერაციის თასზე თამაშისას, ძალიან ახლოს ვიყავი ამ შეთანხმებასთან და სწორედ ამ დროს ვკითხე კრიშტიანუსა და ნანის მანჩესტერის შესახებ.
მათგან კი მხოლოდ დადებითი მოვისმინე, მითხრეს რამდენად სასიამოვნო ქალაქია. მათი თქმით მანჩესტერში კარგი ხალხი ცხოვრობდა და ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა.
ჩემი გადმოსახედიდან, პრემიერ ლიგა დიდებული ჩემპიონატია – ძალიან კონკურენტუნარიანია და მოედნები სულ გავსებულია. ორივე მათგანმა მომიწონა გადაწყვეტილება,” – აცხადებს სილვა, რომელშიც “ქალაქელებმა” 43 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.