მიჩელ სალგადო თვლის, რომ გიჟური რამ იქნება, თუ მადრიდის “რეალი” დელე ალის ტრანსფერში იმდენივეს გადაიხდის, რამდენიც გარეტ ბეილის ტრანსფერს მოახმარა.
“რა თქმა უნდა, “რეალი” ასეთი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს უნდა აკვირდებოდეს, ის დიდებული და ამავდროულად ახალგაზრდა ფეხბურთელია.
მაგრამ ეს ფასი ზედმეტად დიდია. მადრიდმა უკვე გადაუხადა დიდი თანხა “ტოტენჰემს” გარეტ ბეილის სანაცვლოდ და თუ იგივეს გაიმეორებენ, ეს სიგიჟის ტოლფასი იქნება.
ეჭვი მეპარება, რომ ალიმ მადრიდში არსებულ ზეწოლას გაუძლოს. მართალია, ის ნიჭიერია, მაგრამ ამ დროისთვის, მასში ამდენის გადახდა არ ღირს, ” – აცხადებს “რეალის” ლეგენდა.