“ლიონი” გუნდის 15 წლის ფანს სასამართლოში უჩივის (ფოტო)

“ლიონი” გუნდის 15 წლის ფანს სასამართლოში უჩივის.

ახალგაზრდა ქომაგმა მატჩის შემდეგ მოედანზე შესვლა მოახერხა და ალექსანდრ ლაკაზეტსა და მემფის დეპაისთან სელფი გადაიღო, რაც ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას არ მოეწონა და 15 წლის ფანს უჩივის. ფეხბურთელები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთ უწყინარ ფოტოს კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა. ფრანგი ჟურნალისტები კი “ლიონის” ბოსებს ურჩევენ, ბავშვებთან ბრძოლის ნაცვლად ხულიგნებს ებრძოლეთო.