“ალტინორდუს” დირექტორი: “მესის რომც უნდოდეს, მას ჩემს გუნდში არ მივიღებ”

თურქული კლუბის, “ალტინორდუს” დირექტორი საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მას არ სურს მის გუნდში მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ითამაშოს.

ალტინორდუს დირექტორმა, რომელიც თავს თავისი ახალგაზრდული აკადემიით იწონებს, აცხადებს:” მესის ჩვენს კლუბში თამაში რომც უნდოდეს, თუნდაც უფასოდ, მე მას გუნდში არ მივიღებ.

მე მჯერა ჩემი ახალგაზრდა, თურქი ფეხბურთელების.

ჩვენი მიზანი თურქულ სუპერ ლიგაში თამაში და 2023 წელს ევროპული ტურნირებისთვის ბრძოლაა, როდესაც ჩვენს კლუბს მეასე წელი შეუსრულდება,” – აცხადებს ის.