ეროვნული ლიგის მე-15 ტური: პრევიუ

დღეს და ხვალ ეროვნული ლიგის მორიგი, მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი აღნიშნული ტურის პრევიუს გთავაზობთ.

ფოთის “კოლხეთი” – გორის “დილა”

დასაწყისი: 27 მაისი, 18:00 საათი

27 მაისს, ტურის პირველ შეხვედრაში სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ფოთის „კოლხეთი“ გორის „დილას უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონში გუნდები არასტაბილურად ასპარეზობენ და ერთმანეთის უშუალო კონკურენტებად ითვლებიან. ფოთელებს 14 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზე არიან, გორელები კი, 18 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებენ. აღსანიშნავია, რომ „კოლხეთს“ „დილა“ 2004 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია. ამ პერიოდში გორელებმა მეტოქეს ათი შეხვედრა მოუგეს, ოთხი კი, ფრედ ითამაშეს.

თბილისის “ლოკომოტივი” – ქობულეთის “შუქურა”

დასაწყისი: 28 მაისი, 13:00 საათი

თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს. კარგად დაწყებული ჩემპიონატის შემდეგ თბილისელები ფორმიდან ამოვარდნენ და ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგეს. ქობულეთელები კი, სულაც აუტსაიდერები არიან და ჯერ ერთი შეხვედრაც არ მოუგიათ. მოახლოვებული მატჩის წინ გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდა. გია გურულისა და ირაკლი ბალაძის შემდეგ, ქობულეთურ კლუბს გიორგი შაშიაშვილი გაწვრთნის. პირველ წრეში ლოკოსა და „შუქურას“ შორის ქობულეთში გამართული დაპირისპირება დედაქალაქელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

თბილისის “საბურთალო” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 28 მაისი, 17:30 საათი

„მიხეილ მესხზე“ კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. თბილისის „საბურთალო“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდება. საბურთალოელებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ და ბოლო პერიოდში ეს მათ შედეგებზეც აისახა. უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ერთი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და სამი წააგო. საჩხერელბმა კი, პირიქით წარუმატებელი პერიოდი დაძლიეს და სამ მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე გამარჯვება ორივე გუნდს ძალიან სჭირდება ეს ფაქტორი კი, შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს.

ქუთაისის “ტორპედო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 28 მაისი, 19:30 საათი

ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე იმერული დერბი გაიმართება. ქუთაისის „ტორპედო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. გარდა დერბისა მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. ქუთაისელები 28 ქულით მეორეზე არიან, სამტრედიელები კი, 26 ქულით მესამეზე. აღსანიშნავია, რომ „ტორპედო“ მიყოლებით ხუთი ტურია გოლს არ უშვებს და შთამბეჭდავი წაუგებელი სერია აქვს. „სამტრედია“ კი, გასვლაზე შესანიშნავად ასპარეზობს და გამართული შვიდი შეხვედრიდან ექვსი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე სეზონში იმერული კლუბები უკვე სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორი მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი შეხვედრა კი, სამტრედიელებმა მოიგეს.

თბილისის “დინამო” – ბათუმის “დინამო”

დასაწყისი: 28 მაისი, 21:00 საათი

ტურის ბოლო შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. თბილისურ-ბათუმური დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო და დაძაბული შეხვედრებით გამოირჩევა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გამონაკლისი არც ეს მატჩი უნდა გამოდგეს. ბათუმელები მოახლოვებულ შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდებიან. აღნიშნულ პოსტზე უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვი დაინიშნა. ეროვნული ლიგის გასულ ტურში ორივე კლუბმა განსხვავებული შედეგი დააფიქსირა. დედაქალაქელები სტუმრად „ჩიხურასთან“ დამარცხდნენ და 10 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს. ბათუმის „დინამომ“ კი პირიქით ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა და 4 მატჩიან მოუგებელ სერიას დაუსვა წერტილი.

Erovnuliliga.Ge

ოფიციალურად: ქობულეთის “შუქურას” ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი შაშიაშვილია!

ქობულეთის “შუქურას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სულ ცოტა ხნის წინ დატოვა გია გურულმა.

დადასტურდება, რომ აჭარული კლუბის ახალი დამრიგებელი გიორგი შაშიაშვილი იქნება. უცნობია, რამდენ წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ქართველმა მწვრთნელმა “შუქურასთან”.

37 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში ცხრა წლის მანძილზე გამოდიოდა. მისი სანაკრებო კარიერის დასამახახსოვრებელი მომენტი 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონის, იტალიის კარში გატანილი გოლია. შაშიაშვილი სხვადასხვა ქართულ კლუბში თამაშობდა. ასევე, ის ასპარეზობდა “ალანიაში”, “ჩერნომერცში”, “შტურმსა” და “ერგოტელისში”.

 

გიორგი განუგრავა: “ნებისმიერ მეტოქესთან “ჩიხურას” უპირატესობა გამოცდილებაა”

დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში საჩხერის “ჩიხურა” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა. გიორგი განუგრავასა და დიმიტრი ტატანაშვილის გოლებს სტუმრებიდან ბაჩანა არაბულმა უპასუხა. საბოლოოდ, საჩხერულმა კლუბმა ანაგრიშით, 2-1 იმარჯვა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა განუგრავას და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– რას გეგმავდით შეხვედრის წინ და მიაღიწეთ თუ არა სრულყოფილად ამ მიზანს?

– საჩხერის “ჩიხურას” მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. არც ეს მატჩი იყო გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ “დინამო” გვესტუმრა, მინდორზე სამი ქულის ასაღებად გავედით. ეს მისია შევასრულეთ კიდეც. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ.

– რის ხარჯზე მოახერხეთ მეტოქის დამარცხება?

– ჩვენ საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება გვაქვს. მთავარი უპირატესობა ნებისმიერ მეტოქესთან სწორედ ესაა.

– აქვს თუ არა “ჩიხურას” ის რესურსი, რომ ასე წარმატებულად გააგრძელოს თამაში და მოწინავე პოზიციებს დაუბრუნდეს?

– არც თუ ისე ოპტიმალურ ფორმაში შევხვდით ჩემპიონატს და კარგი სტარტი ნამდვილად არ გვქონდა. ვფიქრობ, “ჩიხურას” თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს. მთავარი ბრძოლა წინ გვაქვს! იმედია, ევროტურნირებზე გავალთ.

– მხოლოდ ამ მიზნით დაკმაყოფილდებით? ჩემპიონობა?

– მხოლოდ დღევანდელი წარმატება საკმარისი არ იქნება ჩემპიონობისთვის. კიდევ გაგიმეორებთ, “ჩიხურას” მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და თუ ამას შევძლებთ, ჩემპიონობაზე ფიქრიც შეიძლება!

“სამტრედიამ” “საბურთალო” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთი მატჩი სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა. იგი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მეცხრე წუთზე გიული მანჯგალაძემ გახსნა ანგარიში. ათ წუთში ნიკა სანდოხაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევარში გიორგი ფანცულაიამ 52-ე წუთზე შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა. ხუთ წუთში კი გიორგი ბერიაშვილმა “სამტრედიას” ორბურთიანი სხვაობა კვლავ აღადგინა. თუმცა, 65-ე წუთზე ამ უკანასკნელმა ავტოგოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს სანდოხაძეს თერთმეტმეტრიანიდან ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა მან ეს ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, “სამტრედიამ” ანგარიშით, 3:2 მოიგო, 26 ქულა დაუგროვდა და ახლა მესამე პოზიციაზეა. “საბურთალო” 19 ქულით მეექვსეზეა.

 

აჭარული დერბი “დინამომ” მოიგო! (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მეორე დღეა.

ერთ-ერთ მატჩში ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამო” მიიღო. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ლევან კუტალიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდნა გახსნა ანგარიში და მასპინძლები დააწინაურა. მეათე წუთზე იაროსლავ კვასოვმა გაათანაბრა.

მეორე ნახევარში 53-ე წუთზე კვასოვმა დუბლი შეასრულა. 64-ეზე კი არჩილ ტვილდიანმა ბათუმლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ სტუმარი გუნდი ცოტა მოეშვა, რამაც შედეგი გამოიღო. 68-ე წუთზე ქობულეთური გუნდის ფეხბურთელმა გიორგი არქანიამ 2-3 გახადა ანგარიში. მიუხედავად ამისა, “დინამომ” კიდევ ერთხელ მოიპოვა ორბურთიანი უპირატეოსბა. 81-ე წუთზე მიხაილ გორელიშვილმა “შუქურას” კარი აიღო – 2-4.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა. “დინამომ” მოიგო, 16 ქულა დააგროვა და ახლა მერვე ადგილზეა. “შუქურას” ოთხი ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა.

“ჩიხურამ” “ივანწმინდა არენაზე” დაბრუნება თბილისის “დინამოს” დამარცხებით აღნიშნა! (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

საჩხერის “ჩიხურა” რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საკუთარ მოედანს დაუბრუნდა და სწორედ იქ გამართა მატჩი. იმერლები ლიდერ თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდნენ. 22-ე წუთზე გიორგი განუგრავამ ზუსტი დარტყმით მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთი და “ჩიხურა” დააწინაურა. ზუსტად 4 წუთში დედაქალაქელთა კართან თერთმეტმეტრიანი დაინიშინა. იგი დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 41-ე წუთზე “დინამო” კონტრშეტევაზე წავიდა, კიტეიშვილმა ბურთი ლობჟანიძეს გადააწოდა, რომელმაც მარცხენა კუთხიდან ცარიელ კარში სცადა ბურთის გადაგზავნა. მისი დარტყმული მცველმა მირცხულავამ ხელით აიღო. რა თქმა უნდა, საჩხერელთა ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს და პენალტიც დაინიშნა. იგი ბაჩანა არაბულმა შეასრულა და ანგარიში 2:1 გახადა.

მეორე ტაიმში “დინამოს” ბევრი მომენტი შეექმნა, თუმცა ათკაციან “ჩიხურას” გოლი ვეღარ გაუტანა.

საბოლოოდ, 2-1 და საჩხერლებმა თავიანთ არენაზე დაბრუნება უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვებით აღნიშნეს. ახლა მათ 20 ქულა აქვთ და, ჯერჯერობით, მეხუთე პოზიციაზე არიან. “დინამო” 31 ქულით პირველზეა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

ფოტო: Fcdinamo.Ge

“ტორპედომ” “დილა” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს გორის “დილა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გაიმართა, რადგან გორელთა არენაზე (თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე) ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საკმაოდ დაძაბულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. იმერელთა მხრიდან მერვე წუთზე თორნიკე კაპანაძე გამოირჩა. მან ჩაწოდების შემდეგ, “მაკრატელა” დარტყმით შეძლო შეგდება. მეორე გოლი “ტორპედომ” უკვე მეორე ტაიმში გაიტანა. მისი ავტორი გრიგოლ დოლიძე გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა ტარიელ ხაინდრავას კარის ბადის შერხევა 71-ე წუთზე კუთხურის ნიშნულიდან ბურთის კარში ჩახვევით მოახერხა.

საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და ქუთაისლებმა ანგარიშით, 2:0 იმარჯვეს.

ამ მარცხის შემდეგ “დილა” 18 ქულით, ჯერჯერობით, მეექვსე პოზიციაზეა. “ტორპედო” მეორეზეა – მას 28 ქულა აქვს.

 

ეროვნული ლიგის მე-14 ტური: პრევიუ

დღეს და ხვალ ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი აღნიშნული ტურის მატჩების პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “ლოკომოტივი” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 23 მაისი, 18:00 საათი

თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს. ლოკომ ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო, ფოთელებმა კი, ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. მიუხედავად მცირე ჩავარდნისა თბილისელები ცხრილის ზედა ნაწილში არიან. გიორგი დევდარიანის გუნდს 21 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს. განსხვავებულ მდგომარეობაა ფოთელთა მხარეს. „კოლხეთი“ 11 ქულით მეცხრე ადგილზეა და უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ორივე გუნდისთვის აღნიშნული შეხვედრის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და აქედან გამომდინარე გულშემატკივრებს დაძაბული შეხვედრა ელით.

გორის “დილა” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: 23 მაისი, 20:00 საათი

საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოში გასამართი ევროპის 2017 წლის 19-წლამდე ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და გორული კლუბი მეტოქეს თბილისში სწორედ ამიტომ მიიღებს. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის. გორელებს ოთხ მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და დაგროვილი 18 ქულით მეექვსეზე არიან. ქუთაისელებიც ოთხი ტურია არ მარცხდებიან და 25 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში გამართული „დილასა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

საჩხერის “ჩიხურა” – თბილისის “დინამო”

დასაწყისი: 24 მაისი, 16:00 საათი

საჩხერის „ჩიხურა“ ეროვნულ ლიგაში ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე პირველად ითამაშებს. საშინაო არენაზე დაბრუნებული იმერული კლუბი თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. სოსო ფრუიძის გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და საწყის ტურებში პირველ ადგილზეც იყო, მაგრამ ფორმიდან ამოვარდა და ახლა 17 ქულით მეშვიდე ადგილზეა. დინამოელებმა პირიქით არასტაბილური სტარტის შემდეგ შეძლეს თამაშის გამოსწორება და 13 ტურის შემდეგ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ. დედაქალაქელბს 31 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარ ქუთაისის „ტორპედოს“ ექვსი ქულით უსწრებენ. საჩხერულ და თბილისურ კლუბებს შორის გამართული დაპირისპირებები ყოველთვის სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩებით გამოირჩევა. ეს ფაქტორი შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს.

ქობულეთის “შუქურა” – ბათუმის “დინამო”

დასაწყისი: 24 მაისი, 18:00 საათი

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ აჭარული დერბი გაიმართება. ადგილობრივი „შუქურა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ქობულეთელები ცუდ სეზონს ატარებენ და ეროვნული ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერები არიან. გამართული 13 შეხვედრიდან გუნდმა ცხრა წააგო, ოთხი ფრედ ითამაშა და ოთხი ქულით ბოლო მეათე ადგილზეა. კარგ ფორმაში არც ბათუმელები არიან, ისინი ზედიზედ ოთხი ტურია ვერ იგებენ. „დინამომ“ აღნიშნული ოთხი შეხვედრიდან სამი წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. მოკლედ მოახლოვებულ შეხვედრას ორივე გუნდი ცუდ ფორმაში ხვდება, მაგრამ ამავე დროს ქულები ორივე მათგას ძალიან სჭირდება. აქედან გამომდინარე მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს.

სამტრედიის “სამტრედია” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 24 მაისი, 18:00 საათი

მეთოთხმეტე ტურის ბოლო და ცენტრალური შეხვედრა სამტრედიაში გაიმართება. „ეროსი მანჯგალაძეზე“ ადგილორბრივი „სამტრედია“ თბილისის „საბურთალოს“ მიიღებს. გუნდები ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა. სამტრედიელები 23 ქულით მესამე ადგილზე არიან, თბილისელები კი, 19 ქულით მეხუთეზე. ეროვნული ლიგის გასული ტური ორივე კლუბისთვის წარუმატებელი გამოდგა. „სამტრედია“ დრამატულ შეხვედრაში სტუმრად გათამაშების ლიდერ თბილისის „დინამოსთან 3:2 დამარცხდა. „საბურთალომ“ კი, გორის „დილას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 წააგო. გუნდებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, რაც მოახლოვებულ შეხვედრას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს.

Erovnuliliga.Ge

“ტორპედო” – “ლოკომოტივი”: არჩათვლილი გოლი, ჩამქვრალი შუქი და იმერლების გამარჯვება (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი “ტორპედო” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. თამაშში საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა 44-ე წუთზე. ქუთაისელთა ერთ-ერთი შეტევის დროს ნიკოლოზ საბანაძემ თორნიკე კაპანაძეს გადააწოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა მარიტივი სიტუაციიდან გოლი გაიტანა. დიდი განსჯის შემდეგ, ეს გოლი არ ჩაითვალა – მსაჯმა მიიჩნია, რომ კაპანაძე თამაშგარეში იმყოფებოდა. თუმცა, შემდგომში კარგად გამოჩნდა, რომ ასპროცენტიანი გოლი იყო.

მეორე ნახევარში კიდევ ერთი უცნაურობა მოხდა. 58-ე წუთზე მოედანზე შუქი ჩაქვრა და მატჩი შეწყდა. ცოტა ხანში, აღნიშნული პრობლემა მოგვარდა. განახლებულ შეხვედრაში იმერლებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. ჯერ, 69-ე წუთზე მოედანზე ახალმა შემოსულმა ლაშა კუჭუხიძემ გახნსა ანგარიში, ხოლო 85-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.

საბოლოოდ, 2:0 “ტორპედოს” სასარგებლოდ. “ლოკომიტივმა” კი ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ქუთათურებს 25 ქულა აქვთ და, ჯერჯერობით, მეორე პოზიციაზე არიან. “ლოკოს” 21 ქულა დარჩა და მეოთხეზეა.

 

კურიოზი: “ტორპედოსა” და “ლოკომოტივის” მატჩის დროს სტადიონე შუქი ჩაქვრა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამტე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე ადგილობრივ “ტორპედოსა” და თბილისის “ლოკომოტივს” შორის მიმდინარეობს. დაპირისპირების მეორე ტაიმში, კონკრეტულად 59-ე წუთზე მოედანზე კურიოზული შემთხვევა მოხდა – შუქი ჩაქვრა.

იხილეთ ვიდეო

“დილამ” “საბურთალო” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამტე ტურის მატჩები იმართება.

ერთ-ერთ შეხვერდაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის “საბურთალო” გორის “დილას” დაუპირისპირდა. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მეცამტე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ფლავიო ნუბიომ მოახერხა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა.

საბოლოოდ, 0-1 და “დილამ” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

ამ წაგების შემდეგ “საბურთალო” 19 ქულით მეხუთე ადგილზეა. “დილას” 18 ქულა აქვს და მეექვსეზეა.

 

ეროვნული ლიგის მე-13 ტური: პრევიუ

21-22 მაისს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი ნახსენები ტურის პრევიუს გთავაზობთ.

ფოთის “კოლხეთი” – ქობულეთის “შუქურა”

დასაწყისი: 20 მაისი, 17:00 საათი

მეცამტეტე ტურის სადებიუტო შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე გაიმართება. აქ “კოლხეთი” “შუქურას” მიიღებს. ეს მატჩი ეროვნული ლიგის ორი ყველაზე სუსტი გუნდის დაპირისპირებაა. სწორედ ეს კლუბები არიან ბოლო და ბოლოს წინა ადგილებზე. თუმცა, ისიც აღშანიშნავია, რომ მეგრელები აჭარლებს შვიდი ქულით უსწრებენ. საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა “შუქურას” ფეხბურთელები სხვაობის შემცირებას.

თბილისი “საბურთალო” – გორის “დილა”

დასაწყისი: 20 მაისი, 19:00 საათი

მორიგი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. “საბურთალომ” წინა ტურში პრინციპული მეტოქე, “ლოკომოტივი” “მიხეილ მესხი 2”-ზე მინიმალური სხვაობით (2-1) დამარცხა და ახლა 19 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. თავის მხრივ, კარგ ფორმაშია “დილა”. ებრაელების მფლობელობაში მყოფმა გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და მეშვიდე პოზიციაზე აიწია. “დილას” 16 ქულა აქვს და მხოლოდ ერთით ჩამორჩება “ჩიხურას”.

ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 20 მაისი, 21:00 საათი

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე ადგილობრივი “ტორპედო” “ლოკომოტივს” მიიღებს. იმერლებმა ეროვნული ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში შვიდი ქულა მოიპოვეს და ახლა 22 ქულით მესამე ადგილზე არიან. “ლოკომოტივის” საქმე კი პირიქით, უკან მიდი. გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა ბიჭებმა უკანაკსნელი ორი შეხვედრა წააგეს და ახლა 21 ქულით მეოთხე საფეხურზე იმყოფებიან.

თბილისის “დინამო” – სამტრედიას “სამტრედია”

დასაწყისი: 21 მაისი, 17:30 წუთი

ცენტრალური შეხვედრა კვირას, “დინამო არენაზე” შედგება. პირველადგილოსანი “დინამო” საქართველოს მოქმედ ჩემპიონს შეერკინება. თბილისლებზე იმის თქმა შეიძლება, რომ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მოგებული რვა მატჩის შემდეგ, მათ ქულები წინა ტურში “დილასთან” დაკარგეს (1:1). კახა კაჭარავას შეგირდები ახლა 28 ქულით ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ. რაც შეეხება “სამტრედიას”, ამ გუნდმა ბოლო ხუთ თამაშში შესაძლო 15-დან 13 ქულა მოიპოვა და ახლა “დინამოს” უახლოესი მდევარია – იგი 23 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ბათუმის “დინამო” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 21 მაისი, 19:30 წუთი

ბოლო მატჩი ბათუმში, “რაგბი არენაზე” შედგება. ერთმანეთს ადგილობირივი “დინამო” და “ჩიხურა” დაუპირისპირდებიან. აჭარლების თავიანთ მოედანზე დაბრუნება წარმატებული არ აღმოჩნდა. ამ გუნდმა ბოლო სამი შეხვედრა წააგო და ახლა 12 ქულით მერვეზეა. წარუმატებელი სამმატჩიანი სერიის შემდეგ, წინა ტურში “ჩიხურამ” “შუქურა” დაამარცხა და ახლა 16 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.