ეროვნული ლიგის მე-12 ტური: პრევიუ

13-14 მაისს საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი აღნიშნული ტურის პრევიუს გთავაზობთ.

ფოთის “კოლხეთი” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: 13 მაისი, 17:30 საათი

პირველი მატჩი ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ჩატარდება, სადაც “კოლხეთი” “ტორპედოს” მიიღებს. მეგრელებისთვის წინა ტური ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მათ ეროვნულ ლიგაში თამაშის მოგება მოახერხეს. ფოთურმა კლუბმა “საბურთალო” თბილისში დაამარცხა (1-2). ამჟამად “კოლხეთი” 10 ქულით მეცხრეზეა. “ტორპედომ” წინა მატჩი ბოლოადგილოსან “შუქურასთან” მინიმალური ანგარიშით მოიგო. იმერლებს 19 ქულა დაუგროვდათ და მეოთხე პოზიციაზე არიან.

თბილსის “ლოკომოტივი” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 14 მაისი, 13:30 საათი

ტურის მეორე დღეს სადებიუტო მატჩი თბილისური დერბია, რომელიც “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივსა” და “საბურთალოს” შორის შედგება. გიორგი დევდარიანის შეგირდებმა წინა მატჩი თანაქალაქელ “დინამოსთან” წააგეს და ამჟამად მეორე პოზიციაზე არიან. მათ 21 ქულა აქვთ. რაც შეეხება “საბურთალოს”, როგორც ვთქვით, ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერთან წააგო და ამჟამად 16 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

ქობულეთის “შუქურა” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 14 მაისი, 15:30 საათი

“ჩელე არენაზე” კიდევე ერთი მატჩი შედგება. ამ შემთხვევაში სტადიონის ბინადარი “შუქურა” “ჩიხურას” მიიღებს. აჭარლების ამბავზე უკვე ვთქვით, ახლა “ჩიხურაც” ვახსენოთ. იმერლებს ძალიან ცუდი პერიოდი უდგათ. ამ გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს 21 აპრილს მოიგო. მაშინაც, “ჩიხურამ” ერთ-ერთ სუსტ კლუბს, “კოლხეთს” სძლია. მას შემდეგ სოსო ფრუიძის შეგირდებმა სამი შეხვედრა წააგეს, ცხრა გოლი გაუშვეს და მხოლოდ ერთი გაიტანეს. საჩხერული გუნდი ახლა 13 ქულით მეშვიდეზეა.

სამტრედიას “სამტრედია” – ბათუმის “დინამო”

დასაწყისი: 14 მაისი, 15:30 საათი

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე “სამტრედია” “დინამოს” შეხვდება. იმერლებმა წინა ტუში სტუმრად “ჩიხურა” დაამარცხეს და ახლა 20 ქულით მესამე ადგილზე არიან. “დინამოს” ცუდი რამ დაემართა. ის მე-11 ტურში “დილას” მასპიძლობდა და 2:0-აც იგებდა, თუმცა მატჩის მიწურულს სამი გოლი გაუშვა და დამარცხდა. ბათუმლებს 12 ქულა აქვთ და მერვე საფეხურზე არიან.

გორის “დილა” – თბილისის “დინამო”

დასაწყისი: 14 მაისი, 17:30 საათი

მე-12 ტურის ცენტრალური შეხვერდა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს “ადგილობრივი “დილა” და ლიდერი “დინამო” დაუპირისპირდებიან. “დილას” სასწაულზე უკვე ვთქვით. ამჟამად ებრაელების მფლობელობაში მყოფი გუდნი 14 ქულით მეექვსე ადგილზეა. “დინამო” კი საოცარ ფორმაშია. გუნდმა უკანასკნელი რვა შეხვედრა ზედმიწევნით მოიგო, გაიტანა ოცი გოლი და მხოლოდ ერთი მიიღო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ კახა კაჭარავას შეგირდები “დილას” დაამარცხებენ, “დინამო” გახდება გუნდი, რომელიც ეროვნული ლიგის ცხრავე გუნდს ზედმიწევნით მოუგებს. ამჟამად “დინამო” 27 ქულით ლიდერია და “ლოკოს” მთელი ექვსი ქულით უსწრებს.

 

ეროვნული ლიგის მე-11 ტური: პრევიუ

9-10 მაისს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ამ მატჩების პრევიუს.

თბილისის “საბურთალო” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 9 მაისი, 19:00 საათი

მიხეილ მესხის სახელობოს სტადიონზე თბილისის “საბურთალო” “კოხლეთს” მიიღებს. დედაქალაქელებმა წინა შეხვედრა “ტორპედოსთან” ქუთაისში უგოლო ფრით დაასრულეს. ამჟამად ისინი 16 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “კოლხეთს”, ამ გუნდმა ეროვნულ ლიგაში ბოლოს პირველ აპრილს მოიგო. მეათე ტურში მეგრული კლუბი “დინამოსთან” ანგარიშით, 0:3 დამარცხდა. იგი შვიდი ქულით მეცხრეზეა.

ქუთაისის “ტორპედო” – ქობულეთის “შუქურა”

დასაწყისი: 9 მაისი, 21:00 საათი

კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც ხვალ გაიმართება, ტორპედოსა” და “შუქურას” დაპირისპრიებაა. ეს მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ქუთათურებმა წინა შეხვედრაში, როგორც ვთქვით, “საბურთალოსთან” ქულები გაიყვეს. “ტორპედო” 16 ქულით მეხუთეზეა. “შუქურა” საშინელ ფეხბურთს თამაშობს. ამ გუნდს სამად სამი ქულა აქვს, რომელიც სამი ფრით მოიპოვა. შესაბამისად, ის ბოლო პოზიციაზეა. ამ შეხვედრაში იმერლებს მარტივი გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.

ბათუმის “დინამო” – გორის “დილა”

დასაწყისი: 10 მაისი, 17:00 საათი

ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივი “დინამო” “დილას” მიიღებს. ბათუმლებმა წინა ტურში ხანგრძილივი დროის შემდეგ, თავიანთ ქალაქში პირველად ჩაატარეს შეხვედრა. ისტორიულ დღეს “დინამო” “სამტრედიასთან” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მას 12 ქულა აქვს და მეშვიდეზეა. “დილამ” მეათე ტურში “ჩიხურას” საკუთარ მოედანზე მოუგო (2:0), დააგროვა 11 ქულა და ცხრილში სწორედ “დინამოს” მიუახლოვდა.

თბილისის “დინამო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 10 მაისი, 19:00 საათი

ტურის ცენტრალური შეხვედრა 10 მაისს, თბილისში, “დინამო არენაზე” შედგება. დედაქალაქურ დერბიში ჩემპიონატის პირველი და მეორეადგილოსანი დაუპირისპირდებიან: “დინამო” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ. მასპინძელმა გუნდმა ბოლო შვიდი მატჩი მოიგო და ახლა 24 ქულით პირველზეა. მას სამი ქულით ჩამორჩება “ლოკო”, რომელსაც “დინამოზე” ერთით ნაკლები (1) წაგება, თუმცა სამით მეტი (3) ფრე  აქვს ნათამაშები. განსაკუთრებით, გუნდების შემტევები შესანიშნავ ფორმაში არიან.”დინამოდან” გამოსარჩევია ბაჩანა არაბული, რომლის ანგარიშზეც ექვსი გოლია. ხოლო, გიორგი დევდარიანის შეგირდებიდან შემტევი დუეტი უნდა აღვნიშნოთ: სიხარულიძე-გავაშელიშვილი. ათ ტურში ამ ორმა ფეხბურთელმა ერთად 19 გოლი გაიტანეს. მოკლედ, ყველა მხრივ საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა უნდა გამოდგეს.

საჩხერის “ჩიხურა” – სამტრედიას “სამტრედია”

დასაწყისი: 10 მაისი, 21:00 საათი

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც მეტერთმეტე ტურის ბოლო დღეს შედგება შარშანდელი ჩემპიონატის ფინალური წყვილის დაპირისპირებაა. “ჩიხურა” ბოლო დროს კარგად ვერ გამოიყურება. იმერლებმა უკანასკნელ ორ შეხვედრაში შვიდი გოლი გაუშვეს, ვერცერთი გაიტანეს და, შესაბამისად, ქულაც ვერ მოიპოვეს. ისინი 13 ქულით მეექვსეზე არიან. “სამტრედია” ნელ-ნელა წინ მიიწევს. მას 17 ქულა აქვს და მესამეზეა.

 

თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთი” მარტივად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეათე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “დინამო” მიიღო. დაპირისპირებაში დედალქალაქელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა. ანგარიშის გახსნა ბექა მიქელთაძემ 35-ე წუთზე მოახერხა. 44-ე წუთზე პაპუნაშვილს არაბული ლამაზი პასით მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, თუმცა ბაჩანას შეჩერება თამაზ ჯიშკარიანმა ხელით დაჭერით შეძლო. მსაჯმა მეგრელ მოთამაშეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ჯარიმა თოთაძემ შეასრულა – დარტყმის შემდეგ გამოვარდნილი ბურთი ზარიამ შეაგდო კარში.

მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მესამე გოლიც გაიტანა და ყველაფერს წერტილი დაუსვა – 0:3.

ამ გამარჯვებით თბილისლებს 21 ქულა აქვთ და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. რაც შეეძლება “კოლხეთს”, იგი შვიდი ქულით მეცხრეზეა.

 

ფოტო: Fcdinamo.Ge

ეროვნული ლიგა: პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი ცნობილია!

დასრულდა ეროვნული ლიგის პირველი წრე. ცრხა ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს თბილისის “დინამო”. მასთან ახლოს იმყოფება დედაქალაქური “ლოკომოტივი”, რომელმაც ბევრი გულშემატკივრის გული მოიგო. მათ მოჰყვებიან გუნდები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან. უკვე გამოიკვეთა ერთი აუთსაიდერი – ქობულეთის “შუქურა”.

საინტერესო მატჩების შემდეგ, დასახელდა ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი. ამ ჯილდოს მფლობელი კახა კაჭარავა გახდა, რომელმაც ახალაგაზრდული “დინამოთი” ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი მატჩი მოიგო და გუნდი ცხრილშიც გაალიდერა.

ასევე, ცნობილია საუეკთესო ფეხბურთელის ვინაობა. ეს პატივი თბილსის “ლოკომოტივის” თავდამსხმელს, ირაკლი სიხარულიძეს ერგო. მან ათი გოლის გატანა მოახერხა და მისი გუნდის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

“სამტრედიამ” “შუქურა” მარტივად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე წრის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ერთმანეთს ადგილობრივი “შუქურა” და “სამტრედია” დაუპირისპირდნენ.

მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა მეათე წუთზე დავით ჯიქიამ მოახერხა. პირველი ტაიმის პირველ დამატებით წუთზე დავით ჩაგელიშვილმა “სამტრედია” ორი ბურთი გაიყავანა წინ.

მეორე ნახვეარში გუნდებს ჰქონდათ შანსი, თუმცა ანაგრიში აღარ შეცვლილა.

საბოლოოდ, “სამტრედიამ” ანგარიშით, 2:0 იმარჯვა.

ამ მარცხის შემდეგ აჭარლები სამი ქულით ბოლო ადგილზე არიან. რაც შეეხება “სამტრედიას”, 17 ქულით მესამე პოზიციაზეა.

 

ეროვნული ლიგის მეათე ტური: პრევიუ

ოთხ და ხუთ მაისს ეროვნული ლიგის მეათე ტურის მატჩები გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ამ ტურის პრევიუს.

ქობულეთის “შუქურა” – სამტრედიას “სამტრედია”

დასაწყისი: 4 მაისი, 17:00 საათი

4 მაისს მეათე ტურის ერთი შეხვედრა ჩატარდება. ქობულეთის „შუქურა“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ უმასპინძლებს. ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ ბოლო ტურებში სამტრედიელებმა თამაში გამოასწორეს და მიყოლებით სამი ტურია არ წაუგიათ. ამ სამი შეხვედრიდან მათ ორი მოიგეს, ერთი კი, ფრედ დაასრულეს. „შუქურას“ ეროვნულ ლიგაში ჯერაც არ მოუგია და დაგროვილი სამი ქულით კვლავ ბოლო, მეათე ადგილზეა. გუნდში ახლახანს დიდი ცვლილებები მოხდა. ქობულეთელთა მთავარ მწვრთნელად, გიორგი დარასელია დაინიშნა. მასთან ერთად კი, გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც გამოჩნდა. პირველ წრეში აღნიშნული კლუბების დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ფოთის “კოლხეთი” – თბილისის “დინამო”

დასაწყისი: 5 მაისი, 15:00 საათი

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი თბილისის „დინამო“ სტუმრად ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება. დინამოელები შესანიშნავ ფორმაშია არიან და ზედიზედ 6 ტურია იგებენ. ფოთელები კი, პირიქით არასტაბილურად ასპარეზობენ და უკვე 5 შეხვედრაა არ მოუგიათ. ბოლოს ფოთელებმა დედაქალაქური გუნდის დამარცხება 2011-12 წლების სეზონში მოახერხეს. მას შემდეგ გამართული რვა შეხვედრიდან კი, სამი ფრედ დასრულდა და ხუთი დინამოელებმა მოიგეს. აღსანიშნავია, რომ პირველი წრის შეხვედრაში „კოლხეთმა“ „დინამოს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მინამალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

გორის “დილა” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 5 მაისი, 17:00 საათი

გორის „დილა“ საკუთარ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ საჩხერის „ჩიხურას“ მიიღებს. გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული შეხვედრა არც თუ ისე საინტერესო გამოდგა და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ეხლა კი, ცხრილში განსხვავებული სიტუციაა და ორივე გუნდს მოგება ძალიან სჭირდება. გორელები რვა ქულით მერვე ადგილზეა არიან, საჩხერელებს კი, 13 ქულა აქვთ და მეექვსეზე არიან.

ბათუმის “დინამო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 5 მაისი, 19:00 საათი

ათწლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის „დინამო“ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. ბათუმელები თბილისის „ლოკომოტივს“ „რაგბი არენაზე“ უმასპინძლებენ. დინამოელთათვის მშობლიურ ქალაქში დაბრუნება რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივიციაა და ეს თამაშსაც დიდ ინტერესს სძენს. რაც შეეხება ლოკოს, თბილისური კლუბი კარგ სეზონს ატარებს და 18 ქულით მეორე ადგილეზეა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლოკომოტიველთა შემტევი დუეტი. ირაკლი სიხარულიძესა და მამია გავაშელიშვილს მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 18 გოლი აქვთ გატანილი. აჭარული და თბილისური გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო გამოდის და ასე იყო პირველ წრეშიც. შეხვედრა, რომელსაც „დინამო“ იგებდა საბოლოოდ „ლოკომოტივის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ქუთაისი “ტორპედო” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 5 მაისი, 21:00 საათი

ტურის ბოლო და ცენტრალურ დაპირისპირებას ქუთაისი უმასპინძლებს. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „ტორპედო“ თბილისის „საბურთალოს“ დაუხვდება. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი კარგად ასპარეზობს და შესაბამისად სატურნირო ცხრილში გვერდიგვერდ არიან. ისინი 15-15 ქულით მესამე მეოთხე ადგილებს იყოფენ. პირველ წრეში კლუბების დაპირისპირება საკმაოდ დრამატული გამოდგა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საბოლოოდ საბურთალოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი, მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა, გიორგი კოხრეიძემ გაიტანა. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე ცენტრალური დაპისიპირება საინტერესო უნდა გამოდგეს და მაყურებლებმა საინტერესო სანახაობა უნდა იხილონ.

ბერიკა შუკაკიძე: “ერთი ეტაპის გადალახვა ლოგიკური იქნება, სხვა ეტაპების – გმირობა”

ეროვნულ ლიგაში პირველი წრე უკვე დამთავრდა. შარშანდელი სეზონის ვიცე-ჩემპიონი, საჩხერის “ჩიხურა” არც ისე სახარბიელო სიტუაციაშია. იმერული კლუბი მარტის დასაწყისში ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. ამჟამად კი, სოსო ფრუიძის შეგირდები 13 ქულით მეექვსე პოზიციაზე არიან. მათ ცხრა მატჩიდან ხუთში გამარჯევბის მოპოვება ვერ მოახერხეს. ბოლო დაპირისპირებაში, “ლოკომოტივთან”, ანგარიშით, 0:5 განადგურდნენ. “ჩიხურამ” ივლისში ევროსარბიელზე საქართველოს ღირსება უნდა დაიცვას.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა საჩხერული კლუბის გენერალურ დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს და განვითარებულ მოვლენებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

– “ჩიხურა” “ეროვნული ლიგის” ბოლო ტურში “ლოკომოტივთან” განადგურდა. არა და, ამ მატჩის წინ გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რომ გეკითხათ, მათი მიზანი მხოლოდ სამი ქულა იყო. თქვენი აზრით, რამ შეუშალათ ხელი მოთამაშეებსა და მწვრთნელებს წარმატების მიღწევაში?

– მიზეზებს კონკრეტულად გეტყვით: მეორე გოლამდე სათამაშო უპირატესობის გოლად ვერგარდასახვამ, ამის შემდეგ, დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა და “ლოკომოტივის” კარგმა თამაშმა.

– იმერული კლუბი 13 ქულით მეექვსე ადგილზეა. “ლოკომოტივთან” მარცხი რომ დავივიწყოთ და ისე შევაფასოთ ამ სეზონში “ჩიხურას” გამოსვლა, დავინახავთ, რომ გუნდმა პრინციპულ მეტოქეებთან, “დინამოსთან” და “ტორპედოსთან” ერთი ქულაც კი ვერ აიღო. ქულების მოგროვებას კლუბი მხოლოდ სუსტ კლუბენთან ახერხებს (თუ არ ჩავთვლით ერთადერთს – “სამტრედიას”, რომელსაც ცუდი პერიოდი უდგას). რას უნდა დავაბრალოთ “ჩიხურას” რეგრესი და ცხრილში ნელ-ნელა უკან სვლა?

– პირველ რიგში, ჩემპიონატის ახალ ფორმატთან შეგუებას. ასევე, ამის მიზეზია თასზე გამოსვლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, ევროპა ლიგის მოლოდინი (რომლის დროსაც უნდა იყოს გუნდი სათამაშო პიკზე). ასევე, წარუმატებლოების ერთ-ერთი ფაქტორია გუნდის წამყვანი ფეხბურთელების ტრამვები.

– უსტადიონობა… ეს პრობლემა, სხვა ქართულ კლუბებთან ერთად, თქვენც გაგიჩნდათ. რა მდგომარეობაშია “ივანწმინდა არენა” და დაახლოებით მაინც, როდის შეგეძლებათ საკუთარ კედლებში დაბრუნება?

– მაისის ბოლომდე ალბათ ვერ მოვახერხებთ. ბალახი შევთესეთ, მაგრამ კლიმატური პირობების გამო, მოედანი ჯერ არ არის სათანადო მდგომარეობაში.

– როგორ ფიქრობთ, ახდენს უსტადიონობა და, შესაბამისად, მუდმივი მგზავრობა უარყოფით გავლენას ბიჭების ფიზიკურ კონდინციებზე?

– ბუნებრივია. “ჩიხურა” სტაბილურია, როცა მთელი გუნდი საჩხერეში იმყოფება.

– სოსო ფრუიძე 2008 წლის ივლისიდან უდგას იმერულ კლუბს სათავეში. ეს ძალიან დიდი დროა. ამ პერიოდის მანძილზე “ჩიხურა” პროგრესს განიცდიდა და შარშან ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა. ამ სეზონში კი გუნდი ისეთი ვეღარ არის, როგორც წინათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ფრუიძე ნელ-ნელა უკვე წურავს საკუთარ შესაძლებლობებს და წარუმატებლობის ერთ-ერთი ფაქტორიც სწორედ ესაა?

– ოთხწრიან ჩემპიონატში, პირველ წრეში არასტაბილური სტარტი პანიკის საბაბი არ უნდა გახდეს! რვა წლის ამაგი სამი თვის დროებითი არასტაბილურობის გამო, წყალში ჩაუყარო ადამიანს, დანაშაულია!

– საჩხერული გუნდი მოახლოებულ ზაფხულში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ამ გადმოსახედიდან, რა იქნება თქვენი მიზანი?

– ერთი ეტაპის გადალახვა ლოგიკური იქნება, ამის მერე სხვა ეტაპების – გმირობა.

– ევროსარბიელზე წარმატების მისაღწევად, თვლით თუ არა, რომ არის საჭირო გაძლიერება? თუ – კი, არის თუ არა ამის რესურსი კლუბში?

– სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში დღეს თითქმის ყველა პოზიციაზე ოსტატი ფეხბურთელების დეფიციტია. უცხოეთიდან კი საქართველოში მაღალი კლასის მოთამაშის ჩამოყვანის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს.

– რა იქნება თქვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში?

– ტიტული არის უპირობო მოთხოვნა. ამ პირობის შესრულების ხარისხი გახდება ახალი კონტრაქტების საფუძველი.

 – და ბოლოს… რას ეტყვით ცოტათი იმედგაცრუებულ გულშემატკივარს?

– წარმტება აუცილებლად მოვა! მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მწვრთნელების!

“კოლხეთი” “დინამოსთან” დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩები იმართება.

“ჩელე არენაზე” ფოთის “კოლხეთმა” ბათუმის “დინამო” მიიღო. შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. მისი ავტორი იაროსლავ კვასოვი გახდა. მან 25-ე წუთზე მოახერხა სტეფან სიკაჩის კარის აღება.

გუნდებს ჰქონდათ მომენტები, თუმცა აგარიში აღარ შეცვლილა.

საბოლოოდ, 0-1.

ამ წაგების შემდეგ მეგრელები შვიდი ქულით მეცხრეზე არიან. “დინამოს” 12 ქულა დაუგროვდა და მეექვსეზეა.

ქუთაისის “ტორპედომ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა და სამეულში დაბრუნდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ დაპირისპირებაში “ჩელე არენაზე” ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მოახერხეს. მეცხრამეტე წუთზე იაროსლავ კვასოვმა მისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ, 30-ე წუთზე გიორგი გურულმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო პირველი ტაიმის მეორე დამატებით წუთზე საერთოდ დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. 65-ე წუთზე “დინამო” შეტევაში გაერთო, ბურთი დაკარგა და კონტრ-შეტევა მიიღო. ბურთი ნიკოლოზ საბანაძეს მიუვიდა, რომელიც აჭარლების ნახევარზე გრძელ პასს აკეთებდა და გუნდელი მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, თუმცა ეს პასი გელა გოგიტიძემ მარჯვენა ხელით ჩაჭრა. მსაჯმა მას მაშინვე წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

ამის შემდეგ “დინამოს” უფრო გაუჭირდა და კიდევ ერთი გოლი მიიღო. შევხედრის პირველ დამატებით წუთზე გრიგოლ დოლიძემ მესამე ბურთიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში – 1-3 დააფიქსირა.

ამ მარცხით “დინამოს” ცრხა ქულა დაუგროვდა და მეშვიდეზეა. ხოლო, “ტორპედოს” 15 ქულა აქვს და მესამე საფეხურზე იმყოფება.

 

 

“სამტრედია” – “ლოკომოტივი”: მეორე ნულოვანი ფრე ამ ტურში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები იმართება.

ერთ-ერთი შეხვედრა სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე გაიმართა. აქ ერთმანეთს “ადგილობრივი “სამტრედია” და თბილისური “ლოკომოტივი” შეერკინნენ. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, მათ ჰქონდათ მომენტები, თუმცა ვერცერთმა მიაღწია მიზანს.

საბოლოოდ, პრინციპული მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ “სამტრედიას” 11 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. რაც შეეხება “ლოკომოტივს”, მას 15 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციას იკავებს.

 

ფოტო: Fcloco.Ge

“შუქურამ” და “დილამ” ქულები გაიყვეს

დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები იმართება.

ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ადგილობრივი “შუქურა” გორის “დილას დაუხვდა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

საბოლოოდ, 0-0.

ამ ფრის შემდეგ “შუქურას” სამი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. “დილას” რვა ქულა დაუგროვდა და მერვე პოზიციას იკავებს.

ეროვნული ლიგის მერვე ტური: პრევიუ

მომდევნო სამი დღის მანძილზე ეროვნულ ლიგაში მერვე ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.

ქობულეთის “შუქურა” – გორის “დილა”

დასაწყისი: 21 აპრილი, 16:00 საათი

“ჩელე არენაზე” ადგილობრივი “შუქურა” “დილას” მიიღებს. აჭარლებმა ბოლო ხუთი მატჩი წააგეს და ისინი ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან. ქობულეთის კლუბს ორი ქულა აქვს და ცხრილში ბოლო ადგილზეა. “დილა” ბოლო სამი მატჩია არ აგებს, თუმცა ვერც იგებს. გორელებმა ბოლო დაპირისპირება მიხეილ მესხი 2-ზე “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამარტეს და მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩნენ (3-3). ახლა “დილას” შვიდი ქულა აქვს და მის ამჟამინდელ მეტოქეზე ორით მაღალ საფეხურზეა. ერთი სიტყვით, ორივე გუნდს სჭირდება წინსვლა, შესაბამისად – ქულები. ასე რომ, დაძაბულ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

საჩხერის “ჩიხურა” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 21 აპრილი, 20:00 საათი

ჩიხურა” ისევ ზესტაფონში განაგრძობს თამაშს, რომლის მოედანი (“ივანწმინდა არენა”) ჯერ ვერა და ვერ მოწესრიგდა სათანადოდ. დავით აბაშიზის სახელობის სტადიონზე საჩხერლები “კოლხეთს” მიიღებენ. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. ფოთელებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს, მაგრამ ბოლო ტურებში არასტაბილურად იასპარეზეს და შვიდი ქულით მეცხრე ადგილზე არიან. საჩხერლებს კი 10 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას იკავებენ.

სამტრედიის “სამტრედია” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 22 აპრილი, 15:00 საათი

თბილისის „ლოკომოტივი“ „სამტრედიას“ ესტუმრება. გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 17 შეხვედრა აქვთ გამართული. საიდანაც 11 თბილისურმა კლუბმა მოიგო, 5 – სამტრედიულმა, 1 მატჩი კი, ფრედ დასრულდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს: ლოკო 14 ქულით მეორე ადგილზეა, იმერულ გუნდს კი 10 ქულა აქვს და მეექვსეზეა.

ბათუმის “დინამო” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: 22 აპრილი, 17:00 საათი

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება ქობულეთის „ჩელე არენაზე“. სადაც ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. ბათუმური და ქუთაისური კლუბების დაპირისპირება ყოველთვის სანახაობრივი და დაძაბულია. შეხვედრას დამატებით ინტრიგას ისიც სძენს, რომ სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. ქუთაისელები 12 ქულით მეოთხეზე არიან, ბათუმელები კი 9 ქულით მეშვიდეზე.

თბილისის “დინამო” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 22 აპრილი, 17:30 საათი

ცენტრალურ შეხვედრას 23 აპრილს თბილისის „დინამო არენა“ უმასპინძლებს. „დინამო“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. დინამოელებს 15 ქულა აქვთ და გათამაშებას ლიდერობენ, საბურთალოელები კი, 12 ქულით, მესამეზე არიან. გასულ ტურში საკუთარი თამაშები ორივე მათგანმა მოიგო. „დინამომ“ „შუქურას“ აჯობა 5:0, „საბურთალომ“ კი ბათუმის „დინამოს“ 2:0. თბილისურ გუნდებს შორის სულ ხუთი შეხვედრაა გამართული, საიდანაც ოთხი „დინამომ“ მოიგო ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.