დღეს, ქუთაისში ადგილობრივმა “ტორპედომ” ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.
შეხვედრა საკამაოდ დაბალ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ცდილობდა უპირატესობას ცენტრში დაუფლებოდა. მე-17 წუთზე “შუქურას” ლეგიონერმა მარსელიონომ საკმაოდ სახიფათოდ დაარტყა და ბურთი მცირედით აცდა კვასხვაძის კარს. თავის მხრივ, ქუთაისლებიც ცდილობდნენ შეტევების განხორცილებას, მაგრამ ქობულეთლები კარგად თამაშობდნენ დაცვაში. 21-ე წუთზე კი, გიორგი სომხიშვილმა იხსნა გუნდი აშკარა გოლისაგან. ასევე, შესანიშნავი იყო “შუქურას” მეკარე ტაბატაძის დარტყმის შემდეგ. 30-ე წუთისათვის კი “ტორპედო” სრულ უპირატესობას დაეუფლა და 31-ე წუთზე ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, თორნიკე კაპანაძის დარტყმის შემდეგ ბურთი სომხიშვილმა მოიგერია დამატებაზე კი პირველი ლევან კუტალია იყო. გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოს იყო 37-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მეკარემ გადაარჩინა “შუქურა”.
მეორე ტაიმი ძლიერი წვიმის თანხლებით დაიწყო. საწყის წუთებში “შუქურას” ფეხბურთელს ტიანლინ ჰანის საკმაოდ კარგი მომეტი შეექმნა, მაგრამ როინ კვასხვაძემ კარგად ითამაშა, საპასუხო შეტევის დროს კი, ქუთაისლებმა შეტევა სწრაფად განავითარეს მარჯვნიდან დაბალი ჩაწოდების შემდეგ, ქობულეთლებმა ვერ შეძლეს ბურთის მოგერიება და ლევან კუტალიამ ძლიერი დარტყმით დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგ თავისი შანსი უკვე გიორგი ქიმაძემაც გამოიყენა 58-ე წუთზე. ქუთაისლებმა ისევ განაგრძეს ზეწოლა მეტოქეზე და ქობულეთლებს შანს არ უტოვებდნენ, მაგრამ 85-ე წუთზე “ტორპედოს” მცველებმა ყურადღება მოადუნეს და დავით ჩაგელიშვილმა სხვაობა შეამცირა.
“ტორპედოს” სასტარტო შემადგენლობა: 89. როინ კვასხვაძე (C), 2. ვაჟა ტაბატაძე, 5. დავით ხურცილავა, 9. თორნიკე კაპანაძე (გიორგი ბერიაშვილი 72 ) 10. გიორგი კუხიანიძე (შოთა ბაბუნაშვილი 78), 11. გუგა ფალავანდიშვილი, 17. გიორგი გურული, 19. ლევან კუტალია, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 99. ლაშა კუჭუხიძე (მერაბ გიგაური 65 )
სათადარიგო შემადგენლობა: 1. მაქსიმე ქვილითაია, 3. გურამ ადამაძე, 18. ვლადიმირ კორობკა, 88. ბექა ტუღუში.
“შუქურას” სასტარტო შემადგენლობა: 30. გიორგი სომხიშვილი, 4. გია ჩადუნელი, 7. დავით ჩაგელიშვილი, 8. ჯეფინიო ერეკლე მალაზონია 76), 11. ირაკლი კლიმიაშვილი (C), 14. მარსელინიო, 17. ალექსანდრე გურული, 19. ტიანლინ ჰანი (კობა შალამბერიძე 58), 33. სტეფან დასე, 98. გელა გოგიტიძე, 99. რომან ჩაჩუა (რომან პომაზანი 64)
სათადარიგო შემადგენლობა: 12. ვლადიმირ მელნიჩენკო, 2. დავით ცეცხლაძე, 15. გიორგი გოგილაშვილი, 88. თორნიკე დაგარგულია.