ბუქარესტის “სტიაუას” მწვრთნელი ყოველი მატჩის წინ ერთ ბოთლ არაყს სვამს

ფეხბურთში ცრურწმენებს მრავლად ვაწყდებით, ზოგი ფეხბურთელი ერთ ბუცს მეორეს ადებს, მოედანზე გასვლის წინ ბალახის საფარს ეხება, ლოცულობს და ასე შემდეგ. თუმცა, ზოგი მათგანი უცნაური და ზედმეტად საინტერესოც არის.

ბუქარესტის “სტიაუას” მთავარი მწვრთნელი, ლაურენციუ რეგეკამპფის ჩვევა ნამდვილად მიეკუთვნება ასეთი ცრურწმენების რიგს.

როგორც ცნობილი ხდება, ლაურენციუ ყოველი მატჩის წინ, კლუბის სპორტულ დირექტორთან ერთად ერთ ბოთლ არაყს სვამს.

პირველად ეს რუმინელებმა ციურიხში, ევროპა ლიგის ეგიდით გამართული მატჩის წინ გააკეთეს და რადგანაც მატჩი მათთვის სასარგებლო შედეგით დასრულდა, გადაწყვიტეს, რომ დალევა ტრადიციად უნდა ექციათ.

კლუბის მფლობელი, ჯიჯი ბექალი ამასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებას აკეთებს: “ამ ორის თავს უცნაური რაღაცები ხდება…”