ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ, ქართული კლუბები გაძლიერებასა და ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას ცდილობენ, რათა მომავალ სეზონში საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში ღირსეულად წარსდგნენ.
გუნდები ნელ-ნელა იკრიბებიან და 2018 წლისთვის მზადებას იწყებენ, დღეს კი “ლოკომოტივმა” ვარჯიში განაახლა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა, დღეს, საწვრთნელი პროცესი საგურამოს ბაზაზე ჩაატარა. ჯერჯერობით უცნობია ახალწვეულების ვინაობა.
ერთ-ერთ მატჩში, მიხეილ მესხი 2-ზე თბილისის “ლოკომოტივი” ბათუმის “დინამოს” დაუხვდა. უკვე მე-2 წუთზე მასპინძლების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. თუმცა, იგი თორნიკე თარხნიშვილმა ვერ გამოიყენა. რვა წუთში თეიმურაზ შონიამ მოახერხა “დინამოს” დაწინაურება. თუმცა, 31-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 42-ზე საერთოდ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი.
მეორე ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და თბილისლებმა 2-1 მოიგეს.
შემადგენლობები
“ლოკომოტივი”: რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი სიხარულიძე, ნოდარ ქავთარაძე (გიორგი კიკნაძე 77 წთ.), გიორგი დიასამიძე, ირაკლი კომახიძე (რევაზ ჩიტეიშვილი 84 წთ.), თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი გაბაძე, გიორგი რეხვიაშვილი, დავით უბილავა (C), დავით სამურკასოვი (მამია გავაშელიშვილი 54 წთ.).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
“დინამო”: ანატოლი ტიმაფეევი, გელა გოგიტიძე, გიორგი ქავთარაძე, თეიმურაზ შონია (C), მიხეილ გორელიშვილი (ჯოვინო ფლამარიონი 46 წთ.), ანზორ სუხიაშვილი, დავით კვირკველია, პაპუნა ფონიავა (ნიკა კვანტალიანი 78 წთ.), თორნიკე თარხნიშვილი, არჩილ ტვილდიანი (მირზა ფარტენაძე 46 წთ.), იაროსლავ კვასოვი.