ლამპარდი: “ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია”

ლონდონის “ჩელსის” ლეგენდამ, ფრენკ ლამპარდმა თავის რამდენიმე თანაგუნდელზე ისაუბრა და გამორჩეული ფეხბურთელიც გამოჰყო. მისი აზრით, სწორედ ისაა საუკეთესო, ვისთან ერთადაც კარიერის მანძილზე უთამაშია.

“ნამდვილად იღბლიანი ვარ, რომ ბევრ უმაღლესი დონის ფეხბურთელთან მომიწია თამაში. გავიხსენებ დიდიე დროგბას, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა გუნდის დახმარებას. თუმცა, მაინც ყველაზე გამორჩეული კუნ აგუეროა. არგენტინელი შესანიშნავი იყო გოლების გატანაში, მომენტების დაგვირგივნებაში. მისი საშემსრულებლო კლასი მაოცებს.”

“კუნი ძალიან თავდაჯერებულია. მისი ქცევები, მანერები, თვისებები, თუნდაც, იმის ხილვა, როგორი მონდომებით ვარჯიშობს, დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ის მუდამ მშიერი და მეტოქის კარზე დაგეშილია,” – განაცხადა ფრენკიმ.