რა გამოაქვეყნა ტიაგო სილვას მეუღლემ “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ

“პარი სენ-ჟერმენის” მცველ ტიაგო სილვას მეუღლემ, იზობელა სილვამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე პარიზულ გუნდსა და “ბარსელონას” შორის გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში შეხვედრის არბიტრი გააკრიტიკა.

იზობელა სილვამ მატჩის მთავარი მსაჯის, დენიზ აითექინის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “ბარსელონას” საუკეთესო მოთამაშე დღევანდელ შეხვედრაში”.

ფეხბურთელის მეუღლემ იქვე კომენტარის სახით დაწერა: “სამარცხვინოა, რომ ასეთი დონის ტურნირზე ასეთ შეცდომებს უშვებენ. “პარი სენ-ჟერმენს” სამართლიან თამაშს ვულოცავ. თავი მაღლა ავწიოთ და წინ წავიდეთ”.

იზობელა სილვამ მოგვიანებით ლუის სუარესის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის დანიშნული პენალტის ამსახველი ვიდეო ატვირთა და დაწერა:

“თქვით, რა არის ეს? ღმერთო ჩემო. ფეხბურთში ყველაზე ცუდი უსამართლოდ მარცხია”.

A post shared by Belle Silva (@belle_silva) on