დენიზ აითექინს ჩემპიონთა ლიგაზე წელს, სავარაუდოდ, აღარ ამსაჯებენ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩის (6:1) მთავარ არბიტრ დენიზ აითექინს ევროთასების მიმდინარე გათამაშებაში მუშაობა, სავარაუდოდ, აღარ მოუწევს.

აითექინს აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. გერმანელი არბიტრის მიერ მიღებულმა არაერთმა გადაწყვეტილებამ მისცა საზოგადოებას ეჭვის საბაბი.

ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, რომ დენიზ აითექინს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სავარაუდოდ, აღარ ამსაჯებენ. გადაწყვეტილებას უეფას სამსაჯო კომიტეტი მიიღებს, რომელსაც სათავეში პიერლუიჯი კოლინა უდგას. უფრო მკაცრი სასჯელი მოსალოდნელი არ არის.