ნიკოლა სარკოზისა და “ბარსას” ქომაგებს შორის მატჩის დროს კონფლიქტი მოხდა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც “პარი სენ-ჟერმენის” გულმხურვალე ქომაგი გახლავთ, “ბარსელონასა” და პარიზულ გუნდს შორის “ნოუ კამპზე” გამართულ მატჩს (6:1) დაესწრო და ადგილობრივ გულშემატკივრებთან მცირე კონფლიქტიც მოუვიდა.

Catalunya Radio-ს ცნობით, ედინსონ კავანის მიერ 62-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ ვიპ-ლოჟაში მჯდომმა სარკოზიმ “ბარსელონას” ქომაგების მისამართით ფრაზის “Hala Madrid” სკანდირება დაიწყო, რამაც კატალონიური ინჩადა ძალზედ გააღიზიანა.

ამ ინციდენტის შემდეგ ნიკოლა სარკოზი სიტუაციას გაერიდა და ლოჟა დატოვა. ფრანგი რამდენიმე წუთში დაბრუნდა და მოედანზე მიმდინარე მოვლენების ცქერა ამჯერად მშვიდად განაგრძო.