“რეალი” ფელიპე მონტეიროს აგენტს შეუთანხმდა

პორტუგალიური “პორტუს” მცველმა, ფელიპე მონტეირომ შესაძლოა, კარიერა მადრიდის “რეალში” გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდული გრანდის წარმომადგენლებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ბრაზილიელი ფეხბურთლის აგენტთან. ახლა მხოლოდ “პორტუსთან” დარჩენილი რამდენიმე საკითხის მოგვარებაა საჭირო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “თეთრები” ბრაზილიელში კეპლერ პეპეს ჩამნაცვლებელს ხედავენ, რომელიც უკვე კარგა ხანია, ძველებურად ვეღარ თამაშობს.

“პორტუსა” და მონტეიროს შორის არსებული ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება და მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონს შეადგენს. თუმცა, შესაძლოა, ტრანსფერისთვის 25 მილიონიც საკმარისი აღმოჩნდეს.