ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “ლესტერ სიტის” მეკარე კასპერ შმეიხელი დასახელდა.

გამოკითხვის შედეგად, დანიელმა მოთამაშემ ხმათა 36 პროცენტი მოაგროვა.

მეორე ადგილზე 31 პროცენტით მადრიდის “ატლეტიკოს” კიპერი იან ობლაკი გავიდა, მესამეზე “მონაკოს” თავდამსხმელი კილიან მბაპე აღმოჩნდა (18%), შემდეგ კი – ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი პაულო დიბალა (16%).