ბუფონი: “მე, ბონუჩი და კიელინი შევთანხმდით – მბაპე რაღაც არაადამიანურია”

“პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეული ჯანლუიჯი ბუფონი აღიარებს, რომ ბოლო სამი წელია, რაც ფრანგული გრანდის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება. იტალიელმა თავის თანაგუნდელ კილიან მბაპეს “არაადამიანური” ძალების ქონაშიც დასდო ბრალი.

“ბოლო სამი წელია, რაც “პარი სენ-ჟერმენს” ვაკვირდები. ამ კლუბზე მარკო ვერატისა და სალვატორ სირიგუსთანაც ვსაუბრობდი. ძალიან მიკვირს, რატომ ვერ შეძლო ასეთმა ძლიერმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოგება.

რა თქმა უნდა, ყველაფერს დრო სჭირდება. მაგრამ ასეთი გუნდითა და ძლიერი მწვრთნელით ეს დრო მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

კილიან მბაპეზე საუბრისას მე, ბონუჩი და კიელინი შევთანხმდით, რომ ის რაღაც არაადამიანურია. ასე თუ გააგრძელებს, მას შეუძლია, ისეთივე დიდებული გახდეს, როგორებიც პელე, მარადონა, რონალდუ და მესი არიან,” – აცხადებს ლეგენდარული იტალიელი მეკარე.

მბაპე კანტეს პარიზში იწვევს: “ჯიბეში წერილი ჩავუგდე”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე აღიარებს, რომ ნაკრებში ყოფნისას “ჩელსის” ნახევარმცველს, ნგოლო კანტეს ფრანგულ გრანდში გადასვლაზე ესაუბრებოდა.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნამდვილად მესაუბრებოდა კანტეს შესახებ. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას კანტეს მეც ველაპარაკე ამის თაობაზე, თუმცა ჩვენი საუბარი დიდ ხანს არ გაგრძელებულა – ვიცი, რა ხდება, როდესაც ტვინს ტრასნფერზე საუბრით გიტენიან.

სიმართლე გითხრათ, ვარჯიშისას მას ჯიბეში წერილიც ჩავუგდე, რათა შინ დაბრუნებულს წაეკითხა. ასეც მოხდა და მისგან მოკლე პასუხი მივიღე,” – აცხადებს კილიან მბაპე.

მბაპემ ოქროს ბურთის მოგების ხუთი მთავარი კანდიდატი დაასახელა

“პარი სენ-ჟერმენის” ფრანგმა სუპერვარსკვლავმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, ოქროს ბურთის მოგების ხუთი მთავარი კანდიდატი დაასახელა.

“ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი, რაფაელ ვარანი და მე,” – ციტირებს ფრანგი ვარსკვლავის სიტყვებს France Football.

მართალია, მბაპე 2018 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი გახლავთ, მაგრამ ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად ექსპერტები მაინც კრიშტიანუ რონალდუს მიიჩნევენ, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზეც საკმაოდ ძლიერად წარმოაჩინა თავი.

მბაპეს პირველი კომენტარი პერუს დამარცხების შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთმა მეორე ტურში პერუ დაამარცხა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი ევროპელთა ახალაგაზრდა შემტევმა, კილიან მბაპემ გაიტანა. ფეხბურთელისთვის, რომელიც 19 წლის, ექვსი თვისა და ერთი დღისაა, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი გოლია. ფრანგი ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც ამ ტურნირზე გოლი გაუტანია. მან დავიდ ტრეზეგეს რეკორდი (20 წელი და 246 დღე) დაამხო.

“პსჟ”-ს თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა. ასევეა შემთვისაც. ნატვრა ამიხდა, თუმცა იმედი მაქვს, მეტ გოლს გავიტან. მეტოქე პრესინგზე თამაშობდა. თუ გუნდს სჭირდება, შენ ასეთ მომენტებში მსხვერპლი უნდა გაიღო. ამ დროს თანაგუნდელებს დახმარებას უწევ და წარმატებაში წვლილი შეგაქვს,” – ამბობს მბაპე.

მბაპემ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

საფრანგეთის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. ეს უკანასკნელი ადილ რამისთან შეჯახებამ დააზიანა.

საბედნიეროდ, 19 წლის ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას შეძლებს:”ყველაფერი რიგზე მაქვს. მხოლოდ სილურჯეა, სერიოზული არაფერი. მადლობას გიხდით გამამხნევებელი წერილებისთვის.

და კიდევ, თავი დაანებეთ რამის, მას ეს განძრახ არ გაუკეთებია,” – ვკითხულობთ მბაპეს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

უნაი ემერი:”იმედია, მბაპეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება”

“პარი სენ-ჟერმენის” გულშემატკივრებმა უკვე მიიღეს დიდი დარტყმა “რეალთან” გასამართი მატჩის წინ, როდესაც კლუბმა დაადასტურა, რომ ნეიმარი თამაშს ვერ შეძლებდა. ახლა კი მბაპეს თამაშიც საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას.

უნაი ემერის თქმით, პარიზული გრანდის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა “მარსელთან” გამართული სათასო დაპირისპირების პირველ ტაიმში მიიღო დაზიანება და თავად მოითხოვა შეცვლა.

“მან თამაშისას მძიმე დარტყმა მიიღო კოჭის არეალში. შესვენებისას ჩემთან მოვიდა და მთხოვა, რომ მოედანზე არ გამეყვანა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება,” – აცხადებს ემერი.

დამატებით ინფორმაციას მბაპეს ტრავმის შესახებ უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

La Paris: “პსჟ”-ს მბაპესა და კოუტინიოს გაცვლა სურს

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას კილიან მბაპეს ფილიპე კოუტინიოში გაცვლა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა, La Paris-ი და ასევე ინგლისური Goal.Com-ი წერენ.

ნახსენები წყაროები იუწყებიან, რომ ნემარი არაა ბედნიერი გუნდში ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში კონკურენტის ყოლით და მას ურჩევნია, თანამემამულე კოუტინიოსთან ერთად აგოროს ბურთი. თავის მხირვ, ფრანგები აპირებენ, ესპანელებს ფილიპეს სანაცვლოდ ფული და მბაპე შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ “პსჟ”-ს 19 წლის შემტევი “მონაკოდან” ჰყავს იჯარით აყვანილი. ამ ზაფხულში კი, კლუბის ხელმძღვანელობა, წინასწარი შეთახმების მიხედვით, მბაპეში 180 მილიონ ევროს გადაიხდის და კილიანი გუნდს სრულფასოვნად შეუერთდება.

 

მბაპეს ტრავმის პირველადი გამოკვლევის შედეგები ცნობილია

საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში, სადაც ფრანგულმა “პარი სენ-ჟერმენმა” დასანანი მარცხი იწვნია “ლიონთან” (2:1), ტრავმა მიიღო “პარიზელთა” ერთ-ერთმა სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ.

მბაპემ, რომელმაც დაზიანება ლოპეშთან შეჯახების შედეგად მიიღო, მატჩის შემდეგ განაცხადა: “ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, არ იდარდოთ. ლოპეშის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის”.

მბაპეს ტრავმის პირველადი გამოკვლევის შედეგებმა დადებითი შედეგი აჩვენა და საბედნიეროდ, ფრანგი ვარსკვლავი რამდენიმე დღეში შეძლებს ვარჯიშის განახლებას.

კილიან მბაპე: “სად ვიქნები ორი წლის შემდეგ? არ ვიცი”

გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა, კილიან მბაპე, რომელიც ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს, საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, მან არ იცის, თუ სად იქნება ორი წლის შემდეგ.

“ჩემი კარიერისთვის ბევრი გეგმა მქონდა, მაგრამ გეგმის მიხედვით არაფერი გამოვიდა. თუმცა, დღეს გაცილებით უფრო კარგადაა ყველაფერი, ვიდრე ამას რამდენიმე თვის წინ წარმოვიდგენდი. ძალიან რთულ პროექტთან მაქვს საქმე.

სად ვიქნები ორი წლის შემდეგ? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.

სამომავლო გეგმები უკვე მაქვს. მინდა, რომ ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდების შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დავიწყო და “მონაკოს” ან “პარი სენ-ჟერმენს” ჩავუდგე სათავეში”, – აცხადებს მბაპე.

კობი ბრაიანტი “პსჟ”-ს ესტუმრა (ვიდეო)

ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი პარიზში იმყოფება. მან დღეს “პსჟ”-ს ვარჯიშზე სტუმრობისთვისაც მოიცალა. იგი ფეხბურთელებს შეხვდა და ფოტოებიც გადაიღო.

ფრანგული გუნდის ოფიციალური გვერდი აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

მბაპე: “ყველა თამაში “ბაიერნთან” მატჩის მსგავსი ვერ იქნება – მთავარია, მოვიგეთ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში “პსჟ”-მ “ანდერლეხტი” სტუმრად ანგარიშით, 4-0 გაანადგურა.

ერთ-ერთი გოლის ავტორმა, კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ყველა თამაში ისეთი ვერ იქნება, როგორიც – “ბაიერნთან”. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით და ამ მიზანს მივაღწიეთ. ბედნიერები ვართ, რომს სახლში სამი ქულით მივდივართ. დრო და დრო, გავუმჯობესდებით და სირთულეებს დავძლევთ. მუდამ უნდა ვეცადოით, სისუსტეები დავინახოთ და ისინი გამოვასწოროთ.”

“ჯერ განსაკუთრებულად რთული შეხვედრა არ გვქონია. თუმცა, ფხიზლად უნდა ვიყოთ. აუცილებელია, პროფესიონალიზმის გამოჩენა ყველა ასპექტში, რაც ნებისმიერი თამაშის მოგების საწინდარი იქნება,” – აცხადებს 18 წლის შემტევი.

ლუდოვიკ ჟიული: “მბაპე უფრო დიდი პროფესიონალია, ვიდრე მესი – კილიანის ასაკში”

კატალონიის “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუდოვიკ ჟიულიმ კილიან მბაპე და ლიონელ მესი შეადარა.

“მბაპეს აქვს შესანიშნავი მონაცემები იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს საოცარ ფეხბურთელად. მან სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც “პსჟ”-ში გადავიდა. ეს მას კიდევ უფრო განავითარებს. რაც მთავარია, კილიანს აქვს ჯანმრთელი სხეული, სწორედ ეს იყო მესისთვის პრობლემა. არგენტინელს 18 წლის ასაკში უწევდა ბევრი ფიქრი და ნერვიულობა თავის ჯანმრთელობაზე. ეს აფერხებდა მის განვითარებას. კილიანს აქვს საკუთარი თავის რწმენა, რაც მას უკეთესს ხდის,” – განაცხადა 41 წლის ფრანგმა.

გეტყვით, რომ ჟიული “ბარსელონასა” და “პსჟ”-ში, შესაბამისად, 2004-2007 და 2008-2011 წლებში გამოდიოდა.