უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა ახალი ფორმა წარადგინა (ფოტო)

უკრაინული ფეხბურთის ფედერაციამ უკვე წარადგინა Joma-ს მიერ შექმნილი ახალი ფორმა, რომლითაც ისინი უახლოეს მომავალში ითამაშებენ.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინელებმა ესპანურ კომპანიასთან ახლახან გააფორმეს 4-წლიანი კონტრაქტი.

უკრაინის ნაკრები ახალ ფორმას პირველად 24 მარტს გამოიყენებს, როდესაც ისინი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართ მატჩში ხორვატებს დაუპირისპირდებიან.