მესი: “ჩემს შვილს ფეხბურთი არ უყვარს”

გასული წლის შემოდგომაზე ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ჟერარ პიკეს შვილები “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტიაგო მესის ფეხბურთი დიდად არ ხიბლავს.

“ჩემს შვილს ფეხბურთი არ უყვარს. იგი თამაშებზე მხოლოდ ბენჟამინისა (ლუის სუარესის შვილი) და რამდენიმე თანაკლასელის გამო დადის, თუმცა ფეხბურთის მოყვარული არ გახლავთ. იგი სუარესის შვილს არ ჰგავს, რომელიც მთელ დღეს ბურთთან ერთად ატარებს”, – მესის კომენტარი “სანმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ორი ვაჟიშვილი ჰყავს: ოთხი წლის ტიაგო და ერთი წლის მატეო.