ლუკა მილივოევიჩი: “საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ”

სერბეთის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მილივოევიჩი, რომელიც “კრისტალ პალასის” ღირსებას იცავს, ამბობს, რომ მისი გუნდი საქართველოსთან მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს.

“საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ. მეტოქის დაუფასებლობა არ ღირს. მათ კარგად ვიცნობთ, ძლიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ იოლი დასამარცხებელი არ არის, რამდენიმე შეხვედრაში დაუმსახურებელი მარცხი იწვნია.

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა”, – ციტირებს მილივოევიჩის სიტყვებს სერბული პრესა.

საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა შორის შეხვედრა 24 მარტს, “დინამო არენაზე” ჩატარდება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.