მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, გაბი ფერნანდესმა თავისი თანაგუნდელის, ანტუან გრიზმანის მადრიდის “რეალში” გადასვლის შანსებზე ისაუბრა.
“მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში, ანტუან გრიზმანს სხვა კლუბში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ. თანაც ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის “რეალი” “ატლეტიკოზე” კარგი გუნდი არ არის,” – განაცხადა ფეხბურთელმა.
ესპანელმა ნახევარმცველმა საშინაო ჩემპიონატში არსებული მდგომარეობაც შეაფასა, სადაც ისინი ამ დროისთვის მეოთხე პოზიციას იკავებენ და ორი ქულით ჩამორჩებიან “სევილიას”.
“ჩვენ რეალისტები ვართ, რეალობას ვერ დავაიგნორებთ. აქამდე ჩვენი მიზანი მეოთხე ადგილის დაკავება იყო, ახლა კი, როდესაც ეს შევძელით, მესამე პოზიციაზე ვფიქრობთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ,” – დაამატა გაბიმ.